სმარტფონები

რა გავაკეთოთ თუ ჩვენი სმარტფონი მოგვბეზრდა?

12 ივნისი 2017

sh-960x618.jpg

მოგბეზრდათ თქვენი სმარტფონი?

სმარტფონის ყიდვის შემდეგ პირველი დღეები ყოველთვის ხალისიანი და ემოციურია. ჩვენს წინაშე იხსნება ახალი კარები მსოფლიოში. თუმცა დროთა განმავლობაში ვეჩვევით ჩვენს სმარტფონს და ის არც ისე საინტერესოდ გვეჩვენება როგორც თავიდან.

nexus 6

როგორც წესი ეს პერიოდი რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე კვირაში დგება. ამ პერიოდში ჩვენ ვსწავლობთ სმარტფონის ფუნქციებსა და შესაძლებლობებს. ვირგებთ მოწყობილობას და ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

smartphone in bed

დაახლოებით 6 თვეში იბადება შეგრძნება, რომ ჩვენი სმარტფონი მოგვბეზრდა. მწარმოებლებმა იციან ამის შესახებ და ამიტომაც პერიოდულად უშვებენ ხოლმე პროგრამულ განახლებებს სმარტფონებისთვის, რა დროსაც იცვლება ხოლმე პროგრამული გარსის ვიზუალური ელემენტები, ემატება ახალი ფუნქციები და სხვა.

bored with smartphone

ოპერაციული სისტემის განახლება რამოდენიმე თვით გვიგრძელებს იმ ეფექტს, თითქოს ახალი სმარტფონი შევიძინეთ,თუმცა, განახლებები სმარტფონის მობეზრებისგან ვერ გადაგვარჩენს.

new update

ამიტომაც, მომხმარებლებმა სხვა ღონეს უნდა მივმართოთ.(სანამ ახალ სმარტფონს ვიყიდით). მაგალითად, შეგვიძლია თვეში ერთხელ ვუცვალოთ ჩვენს სმარტფონს ქეისები, ასევე არც თუ ისე ცუდი გამოსავალია ახალი ლაუნჩერების დაყენება და თემების ცვლა.

smartphone cases

ასევე, კარგი გამოსავალია სხვადასხვა ROM-ების ინსტალაცია, იმ შემთხვევაში თუ იცით რომ თქვენი სმარტფონისთვის ოს-ის განახლება აღარ გამოვა.

new rom for smartphone

 

სიახლეებისმარტფონები

სმარტფონი Android-ის შემქმნელისგან

30 მაისი 2017

essential_phone1.@750-e1496167280391.jpg

Essential smartphone from Andy Rubin

დიდი ხანია დადის ჭორები იმის თაობაზე, რომ ოპერაციული სისტემა ანდროიდ-ის შემქმნელი ენდი რუბინი საკუთარ კომპანაში Essential მუშაობს ახალ საინტერესო სმარტფონზე.andy rubin

ჭორები არაერთხელ დადასტურდა რუბინის ტვიტერის გვერდის მეშვეობით და აი გუშინ წარმოდგენილ იქნა ახალი სმარტფონი კომპანიის ვებგვერდზე.essential_phone1.@750

პირველი რაც თვალში გვხვდება არის ეკრანის გარშემო ჩარჩოს მინიმალური ზომა. გარდ ამისა წინა კამერა თითქოს შეჭრილია ეკრანში. სამწუხაროდ სმარტფონის ქვედა ნაწილი არ არის ისეთივენაირად შევსებული ეკრანით როგორც ზედა.

essential_phone2.@750

სმარტფონის უკანა მხარეს განლაგებულია თითისანაბეჭდის სკანერი, ორმაგი კამერა და მაგნიტური კონეკტორი ქსესუარების მისაერთებლად.

essential_phone3.@750

კორპუსი გაკეთებულია ტიტანისა და კერამიკისგან. საინტერესოა, რომ სმარტფონზე არ არის არანაირი მინიშნება კომპანიის მწარმოებლის და სმარტფონის მოდელის შესახებ.

სმარტფონის შიგნით ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად იღწვის პროცესორი Snapdragon 835, რომელსაც მხარს უბამს 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება.

მონაცემების შესანახად სმარტფონში გათალისწინებულია 128 გიგაბაიტი. ეკრანის ზომა 5.71 ინჩია, ხოლო გარჩევადობა 2560 x 1312 წერტილი. სმარტფონის დისფლეი დაცულია Gorilla Glass 5-ით.

essential_phone4.@750

ხსენებული ძირითადი ორმაგი კამერა მუშაობს იმავე პრინციპით, როგორც Huawei P9-ის კამერა. ის იღებს ფერად და შავ-თეთრ სურათს მომატებული დეტალიზაციით, რის შემდეგადაც აერთიანებს გადაღებულ სურათებს. 8 მეგაპიქსელიან წინა კამერას შეუძლია ვიდეოს გადაღება 4K ფორმატით.

მოწყობილობის ელემენტის მოცულობა 3040 მილიამპერია. ასევე ის აღჭურვილია USB Type-C პორტით, ხოლო 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი გაუქმებულია, თუმცა სმარტფონს გადამყვანი მოყვება ყითშივე. აპარატი მუშაობს Android 7.1.1 Nougat-ზე.

რაც შეეხება ხსენებულ მაგნიტურ კონექტორს, როგორც ზემოთ ითქვა ის გათვლილია სხვადასხვა აქსესუარების მისაერთებლად.

essential

პირველ რიგში ასეთი აქსესუარი გახლავთ 360 გრადუსიანი კამერა, რომელსაც შეუძლია UHD ფორმატით გადაღება 30 FPS-ში. კომპანია აპირებს უფრო მეტი აქსესუარების გამოშვებას.

ჯერჯერობით უცნობია გაყიდვების დაწყების თარიღი, თუმცა წინასწარი შეკვეთის განხორციელება უკვე შესაძლებელია. სმარტოფონის ფასი 699 დოლარია. 50 დოლარად შეგიძ₾იათ 360 გრადუსიანი კამერის შეძენა, რომელიც მომავალში 200 დოლარი ეღირება.

სმარტფონი გამოვა რამოდენიმე ფერში, ესენია: Black Moon, Stellar Grey, Pure White და Ocean Depths.

AndroidGoogleსიახლეებისმარტფონები

Google-მა ახალი Nexus წარადგინა

1 აპრილი 2017

GOOGLE-MI-NEXUS-960x480.jpg

Google Mi Nexus

უძვირესი Google Pixel-ის გამოსვლის შემდეგ ყველას ეგონა, რომ Nexus-ის ერა დასრულდა, თუმცა ნურას უკაცრავად. სრულიად მოულოდნელად დღეს გუგლმა მორიგი Nexus-ი წარადგინა.

AndroidAppleSamsungსიახლეებისმარტფონები

2017 წლის საუკეთესო სმარტფონები

31 მარტი 2017

top-5-e1491934399956.jpg

გაზაფხულის ფლაგმანების მარათონი

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 2017 წელს დაანონსებულ ფლაგმანურ სმარტფონებს. მართალია ზოგიერთი მათგანი ერთი თვის წინ მობილურების მსოფლიო კონგრესზე ბარსელონაში იქნა წარმოდგენილი.

სიახლეებისმარტფონები

Blackberry KeyOne – სმარტფონი ლეგენდარული კომპანიისგან

14 მარტი 2017

blackberry_keyone_1-960x536.jpg

ყველაზე დაცული სმარტფონი ?!

MWC 2017 საკმაოდ მრავალფეროვანი და საინეტერესო გამოდგა, გავეცანით არაერთი ცნობილი ბრენდის ფლაგმანს, მათ შორის Blackberry Keyone-ს, რომელიც კომპანია Blackberry-სა და TCL-ის ერთობლივი ნამუშევარია.

სიახლეებისმარტფონები

Nokia 3310 და კიდევ 3 ახალი სმარტფონი Nokia-სგან

27 თებერვალი 2017

nokia-3310-008-960x615.jpg

კომპანია Nokia-მ ოთხი ახალი პროდუქტი წარმოდგინა, ესენია: Nokia 6, Nokia 5, Nokia 3 და Nokia 3310. ყველაზე დიდ ყურადღებას იწვევს 3310 მოდელი, მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრობით.

სიახლეებისმარტფონები

ახალი Nokia 6 წარმოადგინეს

8 იანვარი 2017

nokia6-960x791.jpg

კომპანია HMD-მ პირველი საკუთარი სმარტფონი წარმოადგინა Nokia-ს ბრენდის ქვეშ ნომრით 6. როგორც დაანონსდა სმარტფონი მხოლოდ ჩინეთში გაიყიდება ონლაინ მაღაზიაში JD.com

AndroidGoogleSamsungსიახლეებისმარტფონები

როდის გამოვა Android Nougat თქვენი სმარტფონისთვის?!

21 დეკემბერი 2016

android-7.0-960x540.jpg

Android Nougat-ს პირველი ბეტა ვერსია 9 მარტს გამოვიდა. ფინალურ სტადიამდე Android 7.0-მა მიაღწია 22 აგვისტოს. 4 თვის მერე კი გამოჩნდა Android 7.1. უნდა შევაქოთ გუგლი კარგი მუშაობისთვის.

Googleსიახლეებისმარტფონები

რა უნდა ვიცოდეთ Google-ის ახალი სმარტფონების შესახებ

5 ოქტომბერი 2016

Google-Pixel-Carphone-scree-970-80.jpg

ყველა ჭორი, რომელიც აქამდე ინტერნეტში Pixel-თან დაკავშირებით ვრცელდებოდა გამართლდა. დავიწყოთ იქედან, რომ Google-მა საბოლოოდ უარი თქვა საკუთარი ბრენდის Nexus-ის განვითარებაზე და ასევე ხელმისაწვდომ ფასად თავისი სმარტფონების გაყიდვაზე.

AndroidGoogleსმარტფონები

ყველაზე დაცული Android სმარტფონები

4 ივლისი 2016

android_primary2-100586098-primary.idge_.jpeg

ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ხშირად გაისმის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Android სისტემა არის დაუცველი. ამ თემას დიდი ყურადღება მიექცა Google-ის ბოლო დეველოპერულ კონფერენციაზეც.

Androidსიახლეებისმარტფონები

რატომ ჭედავს ჩვენი ანდროიდ სმარტფონი დროთა განმავლობაში

17 მაისი 2016

slow-android.jpg

თავიდან როდესაც ანდროიდ სმარტფონს ვყიდულობთ ის გვახარებს თავისი სისწრაფით, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ხდება ნელი. პროგრამის ინტერფეისი უფრო მეტხანს ფიქრობს ვიდრე აქამდე, დაინსტალირებული ალიკაციები ნელა ეშვებიან და ა.შ. თუ რატომ ხდება ასე გავიგებთ ამ სტატიაში.

Androidსმარტფონები

5 მიზეზი თუ რატომ უნდა იყიდოთ ანდროიდ სმარტფონი

16 მაისი 2016

whyandroid-960x720.png

ამ სტატიაში საუბარია იმაზე თუ რატომ არის Android სისტემა უკეთესი ვიდრე ნებისმიერი სხვა, შედარება პირველ რიგში რა თქმა უნდა კეთდება iOS სისტემასთან მიმართებაში.

სიახლეებისმარტფონები

გამოვიდა ახალი Meizu M3 ძველი მოდელის ფასად

26 აპრილი 2016

meizu_m3_gold_back.jpg

კომპანია Meizu-მ ახალი სმარტფონი — Meizu M3, წარმოადგინა. ის გახლავთ მისი წინამორბედის M2-ის გაგრძელება. მთავარი რაც შეუცვლელი დარჩა ახალ მოდელში ეს მისი ფასია და იგი ზუსტად იგივე 92 დოლარი ღირს.

Appleსიახლეებისმარტფონები

რამდენი გადაუხადა FBI-მ ჰაკერებს iPhone-ის გასატეხად?!

22 აპრილი 2016

apple_vs_fbi-1024x576-960x540.jpg

აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ iPhone 5c-ს გატეხვისთვის ჰაკერებს 1.3 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა, რომელიც ეკუთვნოდა ტერორისტს სან-ბერნარდინიოდან, განაცხადა სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა ჯეიმს კომი-მ(James B. Comey).

სიახლეებისმარტფონები

Android-ზე მომუშავე ყველაზე პატარა ზომის სმარტფონი

21 აპრილი 2016

posh-960x1261.jpg

მსოფლიოში ყველაზე პატარა ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონის გაყიდვა დაიწყო, ეს გახლავთ Micro X S240. ის, რომ ეს სმარტფონი ყველაზე პატარა ამის შესახებ მისი მწარმოებელი კომპანია Posh Mobile გვარწმუნებს.

Samsungსიახლეებისმარტფონები

Samsung-მა გლამურული ფერის Galaxy S7 და S7 Edge გამოუშვა

21 აპრილი 2016

Pink-Gold-Galaxy-S7-and-Galaxy-S7-edge.jpg

iPhone 6S/6S Plus-ის გამოსვლასთან ერთად, Apple-მა ტექნიკაში ვარდისფერ ფერს პოპულარიზება გაუკეთა და მას განსაკუთრებული სახელი მიანიჭა – “ვარდისჯერი ოქრო”. რა თქმა უნდა მას სხვა მწარმოებლებმაც მიბაძეს და საკუთარ პროდუქციაში ეს ფერი შემოიღეს.

სიახლეებისმარტფონები

Ulefone საკუთარი ქარხნის დემონსტრირებას ახდენს

15 აპრილი 2016

ulefone_vienna_press_02.jpg

სმარტფონების მწარმოებელი ბევრი ჩინური კომპანიისგან განსხვავებით Ulefone თვითონ აწარმოებს საკუთარ მოწყობილობებს. კომპანიას საკუთარი ქარხანაც კი გაააჩნია, რომელსაც ჰქვია Gotron. ის 2006 წელს აშენდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქარხანამ არაერთ ბრენდთან ითანამშრომლა, თუმცა ბოლო 2 წელია ის ძირითადად Ulefone-ს ემსახურება.

სიახლეებისმარტფონები

Micromax-ს ახალი სმარტფონები Canvas 6 და Canvas 6 Pro

15 აპრილი 2016

Micromax-Canvas-6-1.jpg

წამყვანი ინდური კომპანია Micromax-ი ლოგოს იცვლის და ახალ ფლაგმანურ სმარტფონებს აანონსებს, ესენია Canvas 6 და Canvas 6 Pro, რომლებიც მალე ხელმისაწვდომი გახდება.

სიახლეებისმარტფონები

მხოლოდ ერთი დღით Blackview A5 სულ რაღაც $40-ად

15 აპრილი 2016

blackview_a5.jpg

მაღაზია Tomtop.com-მა გადაწყვიტა სასიამოვნოდ გაეოცებინა საკუთარი მომხმარებელი და ისედაც ხელმისაწვდომი სმარტფონი Blackview A5 კიდევ უფრო დაბალ ფასად 40 დოლარად შემოეთავაზებინა. 

სიახლეებისმარტფონები

HTC 10: ვიდეოს მაგალითები 12-მეგაპიქსელიანი Ultrapixel 2

15 აპრილი 2016

htc10-960x606.jpg

HTC 10 გახდა გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე. გარდა იმისა, რომ HTC ცდილობს გაიუმჯობესოს თავისი არც თუ ისე სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა საინტერესოა რამდენად კონკურენტუნარიან სმარტფონს გვთავაზობს ის.

სიახლეებისმარტფონები

RingingBells-ს შესაძლოა აუკრძალონ სმარტფონების გაყიდვა 4 დოლარად

19 თებერვალი 2016

gsmarena_001-1.jpg

ინდური მობილური ქსელების ასოციაცია(ICA), რომელიც ინდური სმარტფონების მწარმოებლების(Lava, Micromax, Karbonn, Celkon, Spice, Lemon, iBall) ინტერესებს წარმოადგენს საჩივარი შეიტანა ინდოეთის მთავრობაში RingingBells-ის წინააღმდეგ, რომელიც სმარტფონის ახალ მოდელს Freedom 251-ს ყიდის დაახლოებით 4 დოლარად.

Googleსიახლეებისმარტფონები

Google განსხვავებული სქემით აპირებს Nexus-ების გამოშვებას

2 თებერვალი 2016

LG-NEXUS-5-2015-Concept-01-960x540.jpg

Nexus-ის სერიის სმარტფონები ყოველთვის Google-ისა და სხვა სმარტფონების მწარმოებელ კომპანიასთან პარტნიორობით გამოდიოდა.

Samsungსიახლეებისმარტფონები

5 ბრჭყინვალე სიახლე Samsung Galaxy S7-ის შესახებ

29 იანვარი 2016

maxresdefault-960x540.jpg

დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სიახლეები რომელიც ჩამოთვლილია ამ სტატიაში ნამდვილად ექნება ახალ Samsung Galaxy S7-ს და ეს სიახლეები ძალიან მოეწონებათ ამ ბრენდის ფანებს, იმიტომ რომ ეს მათი დიდი სურვილი იყო.

Appleსმარტფონები

როგორ გავახანგრძლივოთ iPhone-ის ელემენტის მუშაობა

8 იანვარი 2016

Better-Battery-Life.png

დასამალი არ არის, რომ iPhone-ის ელემენტი საკმაოდ მალე ჯდება. მით უფრო თუ მაქსიმალურად იყენებთ მის შესაძლებლობებს, იქნება ეს ელ.ფოსტის ხშირი შემოწმება, FaceTime ზარების განხორციელება, ონლაინ ვიდეოების ყურება და სხვა.

სიახლეებისმარტფონები

Oukitel-ის ახალი სმარტფონის ელემენტი ერთი დატენვით 2 კვირამდე გაძლებს

10 დეკემბერი 2015

ou2.jpg

დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება სმარტფონზე Oukitel K10000 რომელიც Android 5.1-ზე მუშაობს. ამ სმარტფონის მიწოდება მომავალი წლის იანვარში დაიწყება.

სიახლეებისმარტფონები

Digno Rafre-ს გარეცხვა საპნით შეგიძლიათ

4 დეკემბერი 2015

download2-960x480.jpg

კომპანია Kyocera-მ სმარტფონი დააანონსა სახელად Digno Rafre: ეს იქნება მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელსაც წყლის არ ეშიანია, მისი გარეცხვა წყლის ნაკადის ქვეშ იქნება შესაძლებელია, თანაც საპნით.

სიახლეებისმარტფონები

20 საუკეთესო სმარტფონი TechInsider-ის აზრით

3 დეკემბერი 2015

BestPhones-Mar15-970-80-960x539.jpg

#20 BlackBerry Passport20-blackberry-passportBlackBerry Passport შესაძლოა უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ბლექბერის ფანებს ნამდვილად შეუყვარდათ ის, მისი მშვენიერი ფიზიკური კლავიატურის გამო, მაგრამ მისი უნიკალურობა, მაინც მის მართკუთხა დიზაინშია.
ფასი: $549

სიახლეებისმარტფონები

Nokia 230 მაიკროსოფტისგან 55 დოლარად

27 ნოემბერი 2015

sm.aqza-2.750.jpg

კომპანია Microsoft-მა კლავიატურიანი მობილური ტელეფონი წარმოადგინა Nokia 230, რომელიც გამოირჩევა ფასით და ფასიდან გამომდინარე არც ისე ცუდი კამერით.

სიახლეებისმარტფონები

Redmi Note 3 – 2/16 გბ, 5.5-ინჩი ფასი-140$

25 ნოემბერი 2015

xia.jpg

მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახან, სექტემბრის თვეში კომპანია Xiaomi-მ საკუთარი სმარტფონი Redmi Note 2 წარმოადგინა, სულ რაღაც რამოდენიმე თვეში გადაწყვიტა გამოეშვა ახალი სმარტფონი Redmi Note 3.

სიახლეებისმარტფონები

გამოიგონეს ეკრანი რომელიც ენერგიას არ მოიხმარს

25 ნოემბერი 2015

Harish-Peiman-Bodle-Tech-960x641.jpg

როგორც იცით დღევანდელ დღეს სმარტფონებში ელემენტის ყველაზე დიდ ენერგიას სმარტფონის ეკრანი მოიხმარს.

სიახლეებისმარტფონები

WallMart-ში შეგიძლიათ შეიძინოთ სმარტფონი 10 დოლარად

18 ნოემბერი 2015

LG-Lucky.jpg

ამერიკის საცალო გაყიდვების სუპერმარკეტის ქსელ Wal-Mart-ში გამოჩნდა ანდროიდ სისტემაზე მომუშავე სმარტფონი TracFone LG Prepaid Lucky LG16 რომლის ფასი სულ რაღაც $9,82 დოლარია.

სიახლეებისმარტფონები

Lenovo Vibe X3-ახალი სმარტფონი ხარისხიანი ჟღერადობით

17 ნოემბერი 2015

1447748044_lenovo_vibe_x3-001.jpg

Lenovo აგრძელებს საკუთარი მომხმარებლების გახარებას და ამჯერად წარმოადგინა მუსიკალური სმარტფონი Vibe X3 მოწინავე აუდიო შესაზლებლობებით.

აპლიკაციებისიახლეებისმარტფონები

Firefox OS 2.5 ყენდება ნებისმიერ ანდროიდ სმარტფონზე

13 ნოემბერი 2015

A0E5i8e.jpg

დღეს კომპანია Mozilla-მ გამოუშვა საკუთარი მობილური ოპერაციული სისტემის ახალი პირველადი(Preview) ვერსია დეველოპერებისთვის Firefox OS 2.5.

Samsungსიახლეებისმარტფონები

Galaxy Golden 3 – ახალი გასაშლელი სმარტფონი Samsung-ისგან

11 ნოემბერი 2015

1447228218_samsung-galaxy-golden-002.jpg

მიუხედავად სმარტფონების თანამედროვე დიზაინისა, ძველი გასაშლელი ფორმ-ფაქტორის მქონე სმარტფონები მაინც პოპულარული რჩება,
ევროპაში თუ არა აზიაში ნამდვილად, ამიტომაც Samsung-მა გადაწყვიტა შეავსოს ეს სეგმენტი ახალი გასაშლელი სმარტფონით Galaxy Golden 3-ით.

სიახლეებისმარტფონები

BlackBerry Priv – ანდროიდზე მომუშავე პირველი სმარტფონი ბლექბერისგან

9 ნოემბერი 2015

blackberry-priv-has-69-months-to-prove-morgan-stanley-960x540.jpg

6 ნოემბრიდან აშშ-ში გაყიდვაში გამოვიდა Blackberry-სა ახალი სმარტფონი ანდროიდ სისტემაზე – BlackBerry Priv. ჯერჯერობით აპარატი მხოლოდ ამერიკული ფიჭური ოპერატორის AT&T-ს მეშვეობით იყიდება $699 დოლარად.
blackberry-privაპარატი იშვიათ ფორმ-ფაქტორ-შია შესრულებული, ეს გახლავთ ვერტიკალური სლაიდერი qwerty კლავიატურით. ეს გახლავთ კომპანიის პირველი სმარტფონი, რომელიც ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. Priv აღჭურვილია 5.4 ინჩიანი AMOLED ეკრანით, რომლის გარჩევადობა Quad HD (2560х1440 წერტილი, 540 ppi)-ა და დაცულია Gorilla Glass 4-ით. blackberry-priv-8სმარტფონის ეკრანი გვერდებზე მომრგვალებულია Galaxy S6-ის სტილში. აპარატის ძირითადი კამერა 18 მეგაპიქსელიანია გამოსახულების სტაბილიზირებითა და Schneider-Kreuznach-ის ოპტიკით. კამერას შეუძლია 4K-ში ვიდეოს გადაღება. წინა კამერია კი მხოლოდ 2 მეგაპიქსელიანია. priv-800x420აპარატის წარმადობაზე ზრუნავს 6-ბირთვიანი Qualcomm Snapdragon 808 ტაქტური სიხშირით 1.8 გიგაჰერცი, გრაფიკაზე კი პასუხს აგებს Adreno 418. რაც შეეხება მეხსიერებას აქ გვაქვს 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 32 გიგაბაიტი ფლეშ მეხსიერება, ასევე გათვალისწინებულია microSD ბარათის სლოტი. gsmarena_002რა თქმა უნდა გააჩნია ისეთი უკაბელო ქსელების მხარდაჭერა როგორიცაა Wi-Fi, Bluetooth და NFC. რაც შეეხება აკუმულატორს მისი მოცულობა 3410 მილიამპერსაათია და აქვს სწრაფი დატენვის მხარდაჭერა Quick Charge 2.0. სმარტფონი მუშაობს Android 5.1.1 Lollipop-ზე. მისი გაბარიტებია 147 (184 გახსნილი)x77.2×9.4 მმ, ზონა კი 192 გრამი.Priv-By-BlackBerry-Keyboard

Appleსიახლეებისმარტფონები

რომელ პროცესორზეა აწყობილი თქვენი iPhone 6s ?

4 ნოემბერი 2015

AppleA9-960x531.jpg

როგორც იცით iphone 6s-მა და iphone 6s Plus-მა ახალი პროცესორები Apple A9 მიიღეს, რომლებსაც ორი კომპანია აწარმოებს, ესენი გახლავთ Samsung-ი და TSMC.
apple-backs-samsung-signing-deal-tsmcTSMC-ს ჩიპი 10 პროცენტით უფრო დიდია ზომაში ვიდრე Samsung-ის. ეს განპირობებულია იმით, რომ კომპანია ჯერ ისევ 16 ნანომეტრულ ტექნოლოგიაზე ქმნის პროცესორს, ხოლო Samsung-ი 14 ნანომეტრულ ტექნოლოგიაზე გადავიდა. აქედან გამომდინარე, Samsung-ის პროცესორი უფრო ენერგოეფექტური უნდა ყოფილიყო, თუმცა პრაქტიკაში სულ სხვანაირად აღმოჩნდა. iPhone-TSMC-vs-Samsung-A9-SoCტესტირების შედეგად დადგინდა, რომ Samsung-ის პროცესორი 50%-ით უფრო მალე განიმუხტა ვიდრე იგივე აპარატი TSMC-ს პროცესორით. პირველმა იმუშავა 1 საათი და 44 წუთი, ხოლო მეორემ 2 საათი და 34 წუთი. რაც შეეხება ვიდეოს ყურების რეჟიმში ტესტირებას, აქ განსხვავება მხოლო 1 პროცენტში იყო TSMC-ს სასარგებლოდ. Samsung-vs-TSMC-iPhone-6S.001ცნობილი GeekBench ტესტის მიხედვით კი, გაირკვა რომ TSMC პროცესორზე აწყობილი სმარტფონი უფრო წარმადია ვიდრე Samsung-ის პროცესორზე. სამწუხაროდ, წინასწარ იმის გაგება თუ რომელ პროცესორზე აწყობილ სმარტფონს ყიდულობთ შეუძლებელია. მხოლოდ სმარტფონის ყიდვის და მასზე სპეციალური აპლიკაციის, Lirum-ის დაყენების შემდეგ ხდება შესაძლებელი ამის გარკვევა. tsmc-vs-samsungგავრცელდა ინფორმაცია, რომ N71AP და N66AP ინდექსებით გამოსული Iphone-ები აწყობილია Samsung-ის პროცესორზე, ხოლო N71MAP და N66MAP-ზე გამოსულები TSMC-ზე. ამიტომ დააკვირდით ამ ინფორმაციას როცა iphone 6s-ს ან iPhoen 6s Plus-ს ყიდულობთ.

სიახლეებისმარტფონები

Doogee X5 Pro – 80 დოლარად

3 ნოემბერი 2015

.jpg

კომპანია Doogee-მ ახალი ბიუჯეტური სმარტფონი გამოუშვა, რომელიც Android 5.1.-ზე მუშაობს. სმარტფონის სახელია Doogee X5 Pro.
აპარატი მუშაობს Mediatek MT6735-ზე. ეს ჩიპი აერთიანებს ოთხ 64 ბიტიან ბირთვს ARM Cortex-A53, რომლებიც 1,3 გიგაჰერც სიხშირეზე მუშაობენ. ჩიპი ასევე მოიცავს გრაფიკულ ამაჩქარებელს Mali-T720-ს Open GL ES 3.0-ისა და Open CL 1.2 API-ს.

სმარტფონის ეკრანის ზომა 5 ინჩია, რომლის გარჩევადობა HD-ა, 1280 × 720 წერტილი. სმარტგონს ორი კამერა აქვს, ძირითადი 5 და წინა 2 მეგაპიქსელიანი. ოპერატიული მეხსიერების ზომა 2 გიგაბაიტია. რაც შეეხება შიდა მეხსიერებას ის 16 გიგაბაიტს შეადგენს, რომლის გაზრდა შესაძლებელია microSD ბარათების მეშვეობით. უკაბელო ქსელებიდან ხელმისაწვდომია Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 4.0. ასევე GPS და სენსორების სტანდარტული ნაკრები.

კვებას უზუნველჰყობს 2400 მილიამპერსაათიანი ელემენტი. სმარტფონის გაბარიტები შემდეგნაირია 143 × 72,2 × 8,8 მმ, წონა კი 130 გრამი. რაც საინტერესოა, სმარტფონი მუშაობს მეოტხე თაობის ქსელებში. სმარტფონის შეძენა შესაძლებელია აშშ-ში 80 დოლარად.

სიახლეებისმარტფონები

კომპანია OnePlus-მა ახალი სმარტფონი OnePlus X წარმოადგინა

29 ოქტომბერი 2015

x.jpg

დღეს კომპანია OnePlus-მა ახალი სმარტფონი OnePlus X წარმოადგინა. ეს გახლავთ კომპანიის რიგით მესამე სმარტფონი.
1495368577828017220გახსოვთ ალბათ კომპანიის წინა მოდელები, ესენი გახლდათ OnePlus One და OnePlus 2. თუ ეს მოდელები პოზიციონირებდნენ, როგორც ფლაგმანების “მკვლელები”, OnePlus X გათვლილია უფრო ისეთ ადამიანებზე ვინც უფრო მეტად ყურადღებას აქცევს სმარტფონის ვიზუალურ მხარეს და მზადაა ამისთვის გადაიხადოს ფული. oneplus-x-hands-on-11ამის მიუხედავად სმარტფონის ფასი მეტად მიმზიდველია. სულ რაღაც $249 დოლარად კომპანია გვთავაზობს თხელ მეტალისგან დამზადებულ კორპუსს, რომელიც ორივე მხრიდან დაფარულია შუშით. oneplus-x-hands-on-06აქვე აღსანიშნავია, რომ შეზღუდული რაოდენობით გამოვა კერამიკული ვარიანტი, რომლის უკანა ხუფი დამზადებული იქნება კერამიკისგან. OnePlus X-ის ასეთი ვერსია $410 დოლარი ეღირება.1495368577734019396რაც შეეხება მახასიათებლებს. OnePlus X აღიჭურვა 5-ინჩიანი AMOLED-ეკრანით, რომლის გარჩევადობა 1920х1080 პიქსელია, პროცესორი კი Snapdragon 801. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 3 გიგაბაიტს შეადგენს, ხოლო ფლეშ მეხსიერება 16 გიგაბაიტს. მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია microSD ბარათის მეშვეობით 128 გიგაბაიტამდე. აპარატს უყენია ძირითადი 13 მეგაპიქსელიანი კამერა 4K ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით. მეორე კამერა 8-მეგაპიქსელიანია. რაც შეეხება ელემენტს მისი მოცულობა 2 525 მილიამპერსაათია.oneplus-x-hands-on-17OnePlus 2-ისგან განსხვავებით ამ მოდელში არ გამოიყენება თითის ანაბეჭდის სკანერი და USB-C ტიპის პორტი. მის ნაცვლად აპარატს დაუყენეს სტანდარტული micro-USB პორტი. ეკრანის ქვემოთ გვაქვს სამი სენსორული ღილაკი და ასევე აპარატს დაუტოვეს უხმო რეჟიმზე გადამრთველი ღილაკი.xOnePlus X მუშაობს საბირმო სისტემა OxygenOS-ზე რომელიც აგებულია Android 5.1.1 Lollipop-ის ბაზაზე. სმარტფონმა მიიღო ყველა ის ფუნქცია რაც OnePlus 2-ს აქვს გარდა OnePlus Radio აპლიკაციისა. OnePlus X ევროპასა და ინდოეთში 5 ნოემბერს გამოჩნდება, ხოლო აშშ-ში რამოდენიმე კვირით უფრო გვიან. სმარტფონის კერამიკული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება 24 ნოემბრიდან.

სიახლეებისმარტფონები

OPPO Neo 7 ბიუჯეტური სმარტფონი მისაღებ ფასად

27 ოქტომბერი 2015

1445928281_oppo-neo-7-002.jpg

ჩინურმა კომპანია Oppo-მ ახალი სმარტფონი წარმოადგინა, შედარებით დაბალი მახასიათებლებითა და შესაბამისად მისაღები ფასით. მოდელი გამოშვებულია როგორც ბიუჯეტური ხაზის NEO-ს გაგრძელება და მისი სახელია Neo 7.
1445928281_oppo-neo-7-002მოწყობილობას გააჩნია 5-ინჩიანი ეკრანი დაბალი გარჩევადობით 960х540 წერტილი. აპარატს გააჩნია ორი კამერა 8 და 5 ემეგაპიქსელიანი LED განათებით. წარმადობაზე ზრუნავს 4 ბირთვიანი Snapdragon 410 რომლის ტაქტური სიხშირეც 1.2 გიგაჰერცს შეადგენს. ოპერატიული მეხსიერების ზომა 1 გიგაბაიტია, ხოლო ფლეშ მეხსიერება 16 გიგაბაიტს უდრის. მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია microSD ბარათის მეშვეობით. 1445928233_oppo-neo-7-003როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, სმარტფონს გააჩნია როგორც LTE ქსელების, ასევე ორი sim-ბარათის მხარდაჭერა. რაც შეეხება ელემენტის მოცულობას ის 2420 მილიამპერსაათს შეადგენს. მუშაობს სმარტფონი საფირმო Color OS 2.1-ზე, რომლის საწყისი რა თქმა უნდა გახლავთ Android 5.1 Lollipop. სმარტფონის გაბარიტები შემდეგნაირია: 142.7×71.7×7.55 მმ, წონა კი: 141 გრამი. სმარტფონის ზუსტი ფასი არ დასახელებული თუმცა, სავარაუდოდ ის 200 დოლარზე ნაკლები იქნება. გაყიდვები უახლოეს თვეებში დაიწყება.1445928325_oppo-neo-7-006

სიახლეებისმარტფონები

HOMTOM HT6 რომელიც ერთი დატენვით ერთ კვირას მუშაობს

20 ოქტომბერი 2015

1444719604_homtom-ht6-001.jpg

სმარტფონის არჩევისას მყიდველი რა თქმა უნდა დიდ ყურადღებას აქცევს ბრენდს, თუმცა სულ უფრო მეტი მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ისეთ სმარტფონს, რომლის ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა მეტია, რადგან “ხაზზე” ყოფნა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
აწ უკვე ნაცნობმა ჩინურმა კომპანია Doogee-მ დააანონსა ახალი სმარტფონი HomTom HT6 რომელის აკუმულატორის მოცულობა 6250 მილიამპერსაათია. 1444719604_homtom-ht6-001ასეთი დიდი მოცულობა უფრო მეტად ტაბლეტებში გვხვდება ვიდრე სმარტფონებში. კომპანიის განცხადებით აკუმულატორის ერთი დატენვით სმარტფონი დაახლოებით ერთ კვირას იმუშავებს ნორმალური მოხმარების რეჟიმში, ხოლო ინტენსიური გამოყენების პირობებში 3 დღეს გაგიძლებთ. 1444719682_homtom-ht6-003აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სმარტფონს გააჩნია სწრაფი დატენვის ფუნქცია. ტელეფონი ნახევარ საათში 70 პროცენტამდე იტენება. რაც შეეხება მახასიათებლებს ისინი შემდეგნაირია: ეკრანის ზომა 5.5 ინჩია, ხოლო გარჩევადობა 1280х720 პიქსელი, რომელიც დაცულია Gorilla Glass-ით. 1444719632_homtom-ht6-002აპარატი მუშაობს 4-ბირთვიან პროცესორზე MediaTek MT6735 ტაქტური სიხშირით 1 გიგაჰერცი. ოპერატიული მეხსიერება 2 გიგაბაიტს შეადგენს, ხოლო ფლეშ მეხსიერება 16 გიაგბაიტს, რომლის გაზრდა შესაძებელია microSD  ბარათის მეშვეობით 32 გიგაბაიტამდე. 1444719642_homtom-ht6-005ძირითადი კამერა 13-მეგაპიქსელიანია, რომელიც Sony-ს მიერ არის დამზადებული, ხოლო წინა კამერა 5 მეგაპიქსელს შეადგენს. აპარატს გააჩნია 4G ქსელის მხარდაჭერა და მუსაობს Android 5.1 Lollipop-ზე. სმარტფონის კორპუსის სისქე 9.9 მილიმეტრია ხოლო ფასი $120 დოლარს შეადგენს.1444719654_homtom-ht6-004

სიახლეებისმარტფონები

Honor Play 5X რომლის ელემენტი 4000 მილიამპერსაათიანია

12 ოქტომბერი 2015

1444630329_huawei-honor-play-5x-0022.jpg

კომპანია Huawei-მ საკუთარი სმარტფონების ხაზი კიდევ ერთი მოდელით შეავსო. ეს გახლავთ ახალი 5 ინჩიანი Honor Play 5X.
აპარატი ვერ იტრაბახებს შესაშური ტექნიკური მახასიათებლებით, თუმცა მისი ფასი სულ რაღაც 160 დოლარია. 1444630329_huawei-honor-play-5x-002აპარატის წარმადობაზე ზრუნავს 4 ბირთვიანი პროცესორი MediaTek MT6735, რომელსაც ეხმარება 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. შიდა მეხსიერება კი 16 გიგაბაიტია, რომლის გაზრდა microSD ბარათის მეშვეობით არის შესაძლებელი. მოწყობილობა აღჭურვილია IPS ეკრანით რომლის გარჩევადობა 1280х720 წერტილია. რაც შეეხება კამერებს, წარმოდგენილია ორი 13 და 5 მეგაპიქსელიანი კამერებით. 1444630381_huawei-honor-play-5x-003რაც შეეხება კომუნიკაციებს, აქ წარმოდგენილია Wi-Fi 802.11 b/g/n, Bluetooth 4.0, GPS ასევე 4G LTE მოდემი. ასევე აქვს 2 სიმ ბარათის მხარდაჭერა. ოპერაციული სისტემის სახით წარმოდგენილია Android 5.1 Lollipop საფირმო გარსით EMUI 3.0. რაც შეეხება გაბარიტებს 143.1х71.8х9.7 მმ, წონა კი 160 გრამი. 1444630329_huawei-honor-play-5x-002ერთადერთი რითაც სმარტფონეს შეუძლია იამაყოდ ეს გახლავთ 4000 მილიამპერსაათიანი ელემენტი, რომელიც მწარმოებლის განცხადებით 2 დღეს გაგიძლებთ აქტიური გამოყენების რეჟიმში.

სიახლეებისმარტფონები

Microsoft-მა ორი ახალი ფლაგმანი წარმოადგინა

7 ოქტომბერი 2015

phphya1u1-960x686.jpg

Microsoft-მა ახალი ფლაგმანური სმარტფონები წარმოადგინა, რომლებიც Windows 10-ზე მუშაობენ.
ესენია Microsoft Lumia 950 XL, რომელიც აღჭურვილია 5,7-ინჩიანი Quad HD დისფლეით, 2 გიგაჰერციანი და 8 ბირთვიანი Qualcomm Snapdragon 810 პროცესორით და 20 მეგაპიქსელიანი კამერით. ასევე მეორე სმარტფონი Microsoft Lumia 950, რომელის ეკრანი 5,2-ინჩიანია, ისიც Quad HD გაფართოების არის. რაც შეეხება პროცესორს აქ უფრო სუსტი 6 ბირთვიანი და 1,8 გიგაჰეციანი Qualcomm Snapdragon 808 აყენია, ისეთივე კამერით როგორც XL მოდელში და სამმაგი LED განათებით.

Microsoft Lumia 950 XL

Microsoft Lumia 950 XL-ის მახასიათებლები

  • ქსელების მხარდაჭერა: 4G/LTE; 3G WCDMA/HSPA+ (42,2/ 5,76 მგბიტ/წმ) 850/900/1700/1900/2100 მეგაჰერცი; GSM GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მეგაჰერცი; 2 სიმბარათის სლოტი;
  • ზომები: 151,9х78,4х8,1 მმ
  • წონა: 165 გრ.
  • პროცესორი: 2 გგჰერცი, 8 ბირთვიანი Qualcomm Snapdragon 810;
  • ოპერაციული სისტემა: Windows 10;
  • დისფლეი: 5,7-ინჩიანი, AMOLED, გარჩევადობა 2560 x 1440 პიქსელი, Corning Gorilla 4;
  • კამერა: 20 მეგაპიქსელიანი ავტოფოკუსითა და განათებით, გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, 4k ვიდეოს გადაღების მხარდაჭერა;
  • წინა კამერა: 5 მეგაპიქსელი, Full HD ვიდეოს გადაღების მხარდაჭერით;
  • ოპერატიული მეხსიერება: 3 გბ, 32 გბ შიდა მეხსიერება, microSD სლოტი 200 გიგაბაიტამდე მხარდაჭერით;
  • კომუნიკაციები: Wi-Fi 802.11 a/b/g/n, MIMO, Bluetooth 4.1, NFC, USB 3.1 (USB-C , А-ГЛОНАСС/A-GPS/A-BeiDou;
  • აკუმულატორი: 3340 მა/ს, უკაბელო დამუხტვის მხარდაჭერა (Qi), სწრაფი დამუხტვა;

Microsoft Lumia 950

Microsoft Lumia 950-ის მახასიათებლები:

  • ქსელების მხარდაჭერა: 4G/LTE; 3G WCDMA/HSPA+ (42,2/ 5,76 მგბიტ/წმ) 850/900/1700/1900/2100 მეგაჰერცი; GSM GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მეგაჰერცი; 2 სიმბარათის სლოტი
  • ზომები: 145х73,2х8,2 მმ;
  • წონა: 150 გრ;
  • პროცესორი: 1,8 გგჰერცი, 6 ბირთვიანი, Qualcomm Snapdragon 808;
  • ოპერაციული სისტემა: Windows 10;
  • დისფლეი: 5,2-ინჩიანი, AMOLED, გარჩევადობა 2560 x 1440 პიქსელი, Corning Gorilla 3;
  • კამერა: 20 მეგაპიქსელიანი ავტოფოკუსითა და განათებით, გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, 4k ვიდეოს გადაღების მხარდაჭერა;
  • წინა კამერა: 5 მეგაპიქსელი, Full HD ვიდეოს გადაღების მხარდაჭერით;
  • ოპერატიული მეხსიერება: 3 გბ, 32 გბ შიდა მეხსიერება, microSD სლოტი 200 გიგაბაიტამდე მხარდაჭერით;
  • კომუნიკაციები: Wi-Fi 802.11 a/b/g/n, MIMO, Bluetooth 4.1, NFC, USB 3.1 (USB-C ), А-ГЛОНАСС/A-GPS/A-BeiDou;
  • აკუმულატორი: 3000 მა/ს, უკაბელო დამუხტვის მხარდაჭერა (Qi), სწრაფი დამუხტვა;
სიახლეებისმარტფონები

Symetium – სმარტფონი რომელიც კომპიუტერს შეგიცვლით

5 ოქტომბერი 2015

symentium-1.jpg

Symetium Smartphone PC არის კომპანია, რომლის დეველოპერებიც ისეთი სმარტფონის გამოშვებას აპირებენ, რომელიც კომპიუტერს ჩაანაცვლებს.
Indiegogo-ზე უკვე დაიწყო ფულის შეგროვების კამპანია ასეთი სმარტფონის გამოსაშვებად. symetium-cell-phone-by-jonathan-gustafsson4ჩანაფიქრის მიხედვით Symetium შემდეგი მახასიათებლები ექნება: 64-ბიტიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 820 ტაქტური სიხშირით 2.2 გგჰერცი, გრაფიკული კონტროლერი Adreno 530, მოდემით 4G LTE, 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, შიდა მეხსიერება 64/256 გგბაიტი, დამატებით microSD ბარათების მხარდაჭერით. hxzyxgco3a0dcagjfnnwმოწყობილობას კლასიკური სმარტფონის ფორმა ექნება, რომელიც ჩასმული იქნება მეტალისგან დამზადებულ კორპუსში.  ეკრანის ზომა 5 ინჩი იქნება დამზადებული OLED ტექნოლოგიით, რომლის გარჩევადობა 1920х1080 წერტილია. წინა მხარეს იქნება სტერეო დინამიკები და 5 მეგაპიქსელიანი კამერა, ხოლო უკანა მხარეს კამერის პიქსელიების რაოდენბა 24 იქნება.symetium-smartphone-pc-speakers სმარტფონის მოხერხებული გამოყენებისთის ის აღიჭურვება USB Type-C პორტით. Symetium-ი კომპიუტერად გადაიქცევა სპეციალური დოკ-სადგურის მიერთების შემთხვევაში, რომელიც მონიტორის და სხვა პერიფერიული მოწყობილობების მიერთების საშუალებას იძლევა. symentium-1ეს ახალი სუპერ სმარტფონი იფუნქციონირებს ოპერაციულ სისტემაზე Symetium OS, რომელიც Android 6.0 Marshmallow-ის ბაზაზე არის შექმნილი. წინასწარი შეკვეთის ფასი ამ ეტაპზე $599 დოლარს შეადგენს.symetium-smartphone-pc-snapdragon-820-and-6GB-RAM

სიახლეებისმარტფონები

LG V10 – სმარტფონი ორი ეკრანითა და ორი სელფი კამერით

2 ოქტომბერი 2015

LG-V10-evleaks-leak.jpg

პირველ ოქტომბერს კომპანია LG-მ სმარტფონების ახალი ხაზი დააანონსა. ეს არის V კლასი, რომლის პირველი წარმომადგენელი იქნება LG V10.
LG V10
აპარატი გამოირჩევა არამხოლოდ განსხვავებული დიზაინით, არამედ ტექნიკური მახასიათებლებითაც, როგორიცაა ორი ფრონტალური კამერა და ორი ეკრანი. კორპუსის შიგნით მოთავსებულია პროცესორი Snapdragon 808, ეკრანის ზომა 5.7 ინჩია გარჩევადობით QHD. აპარატის დამატებითი ეკრანი 2.1 ინჩიანია, რომლის გარჩევადობა 160 x 1040 პიქსელია. ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბაიტს შეადგენს, ელემენტის მოცულობა კი 3000 მილიამპერია. აპარატი მუშაობს Android 5.1.1.-ზე.
სმარტფონი ხელმისაწვდომია მხოლოდ 64 გიგაბაიტიან ვერსიაში. თუმცა microSD ბარათის მეშვეობით მეხსიერების გაზრდა 2 ტერაბაიტამდე არის შესაძლებელი. რაც შეეხება კამერებს, აპარატს აქვს შესაშური შესაძლებლობების მქონდე 16 მეგაპიქსელიანი კამერა აპერტურით F1,8 / OIS 2.0. მოდულს ფოტო და ვიდეო გადაღების გაუმჯობესებული შესაძლებლობები აქვს. მაგალითად, შესაძლებელია კამერის ისეთი ფუნქციების მექანიკურ რეჟმზე გადაყვანა როგორიცაა კადრების სიხშირე, ჩამკეტის სისწრაფე, ISO, თეთრი ფერის ბალანსი და ფოკუსი.ფრონტალური კამერის გარჩევადობა 5 მეგაპიქსელია, რომელსაც ორი ობიექტივი გააჩნია რაც საშუალებას იძლევა გადავიღოთ ფართოკუთხიანი სურათები.კიდევ ერთი თავისებურება V10-ის გახლავთ მეორე ეკრანი, რომელიც ძირითად ეკრანის ზემოთ მდებარეობს. ის დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და შეუძლია იმუშაოს მუდმივად, რომელზეც გამოისახება ინფორმაცია ამინდის, დროის და თარიღის შესახებ. ასევე შეუძლია აკუმულატორის დამუხტვის პროცენტულობის ჩვენება.V10 ხელმისაწვდომი იქნება 5 ფერში: შავი, თეთრი, ბეჟი, ცისფერი და მუქი ლურჯი. სმარტფონი კორეაში ხელმსიაწვდომი იქნება ოქტომბრიდან, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდება.

სიახლეებისმარტფონები

სმარტფონი რომელიც წყალში არ იძირება

2 ოქტომბერი 2015

iork2gjhphewknhtdu2x.jpg

კარგ და საინტერესო სმარტფონებს მარტო მსხვილი კომპანიები როდი უშვებენ. ერთ-ერთი სტარტაპი Indiegogo-ზე აგროვებს რესურსებს ორიგინალური სმარტფონის გამოსაშვებად.
ეს გახლავთ Comet, თანამედროვე მახასიათებლების მქონე სმარტფონი, თუმცა მისი მთავარი ღირშესანიშნაობა მის საიმედო დაცულობაშია სტანდარტით IPx7. iork2gjhphewknhtdu2xეს სტანდარტი იმას ითვალისწინებს, რომ წყალში ჩავარდნის შემთხვევაში აპარატი მის ზედაპირზე იტივტივებს და არ ჩაიძირება. ასევე, წყალში ტივტივის დროს აპარატს შეუძლია ვიდეოს ჩვენება და ასევე ზარების მიღება. სასიამოვნო დამატება გახლავთ მომხმარებლის ემოციის გამოცნობა და შესაბამისი განათების მორგება. giphyაპარატს ასევე გააჩნია მონაცემთა შიფრაციის სისტემა QLOCK. რაც შეეხება სხვა მონაცემებს ისინი ასე გამოიყურება. 4.7-ინჩიანი AMOLED-ეკრანი გარჩევადობით 1280х720 პიქსელი. 8 ბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 810 ტაქტური სიხშირით 2 გგჰერცი. 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 32/64 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება. c4tohkaja8khvaei5ksqფოტოს გადაღებას უზრუნველყოფს 16 მეგაპიქსელიანი ძირითადი და ფრონტალური კამერა. Comet მიიღებს მეხსიერების ბარათის მხარდაჭერას 128 გიგაბაიტამდე. აკუმულატორის სიმძლავრე 2800 მილიამპერია და ის იმუშავებს Android 5.1.1-ზე. აპარატის გაბარიტებია: 137.5 х 67.7 х 7.9 მმ, წონა კი 120 გრამი. dus4jrt89jabjhnpv7ayთანხის წარმატებით შეგროვების შემთხვევაში Comet-ის ფასი 32 გბ ვერსიისთვის 400 დოლარი იქნება, ხოლო 64 გბ ვერსიისთვის 470 დოლარი.

 

სიახლეებისმარტფონები

LeTV MAX 2-ს 6 GB RAM ექნება

2 ოქტომბერი 2015

letv-max2-rumor-640x481.jpg

კომპანია LeTV მალე ახალი ყველაზე მძლავრი სმარტფონის გამოშვებას აპირებს სახელად Max 2, რომელიც აწყობილი იქნება ახალ ჩიპზე Snapdragon 820.
თუმცა მარტო ჩიპსეტი არ გახლავთ ამ სმარტფონის სიძლიერის დამახასიათებელი. ბოლო არაოფიციალური ინფორმაციით ეს იქნება პირველი სმარტფონი 6 გიგაბაიტი ოპერატიული ეხსიერებით. LeTV-One-Max-3შეგახსენებთ, როგორც ანონიმური წყაროებიდან გახდა ცნობილი, ზუსტად ამდენივე ოპერატიული მეხსიერება უნდა ჰქონდეს Samsung Galaxy 7-ს. ასევე, როგორც  ვარაუდობენ LeTV აღიჭურვება 23 მეგაპიქსელიანი კამერით Sony IMX300, აპერტურით f/2.0, ავტოფოკუსით რომლის სიჩქარე 0.1 წმ-ია. LeTV Max 2ის ეკრანის ზომა 5.7-ინჩი იქნება გარჩევადობით QHD (2560х1440 პიქსელი) და სმარტფონის თხელი ჩარჩოთი. letv-max2-rumor-640x481კორპუსის წინა და უკანა მხარე შუშისგან იქნება დამზადებული. სავარაუდოდ სმარტფონი მომავალი წლის მარტში გამოჩნდება

სიახლეებისმარტფონები

Bluboo Xfire – კიდევ ერთი სმარტფონი 50 დოლარად

29 სექტემბერი 2015

bluboo-xfire.jpg

კომპანია Bluboo-მ გამოუშვა ბიუჯეტური სმარტფონი სახელად Xfire, რომელსაც MediaTek-ის პროცესორი აქვს და მუშაობს Android 5.1 Lollipop-ზე.

აპარატმა მიიიღო ჩიპი MT6735, რომელიც აერთიანებს ოთხ 64-ბიტიან ბირთვს ARM Cortex-A53-ს, რომელიც ფუნქციონირებს 1,3 გიგაჰერც სიხშირეზე. გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს Mali-T720 რომელსაც გააჩნია Open GL ES 3.0 და Open CL 1.2 API-ის მხარდაჭერა. პროცესორი 1 გიგაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებასთან მუშაობს. ეკრანის დიაგონალი 5 ინჩია, გარჩევადობა კი qHD — 960 × 540 წერტილია. ძირითადი კამერა 8 მეგაპიქსელიანია, ხოლო სელფი კამერა 5 მეგაპიქსელიანი.ასევე აპარატს გააჩნია Bluetooth 4.0 და Wi-Fi, ნავიგაციური სისტემებიდან აქვს GPS-ის მხარდაჭერა და სტანდარტული სენსორების ნაკრები. კვებას უზრუნველჰყოფს 2750 მილიამპერიანი ელემენტი. ამ მონაცემების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Bluboo Xfire განეკუთვნება დაბალი დონის მოწყობილობას. მიუხედავად ამ მონაცემებისა აპარატს აქვს LTE ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა. ასევე სმარტფონი მუშაობს 2 სიმბარათთან.
სმარტფონის ფასი 80 დოლარია აშშ-ში, თუმცა მწარმოებელი ოთხშაბათობით აწყობს ფასდაკლების აქციებს და აპარატის შეძენა 50 დოლარად არის შესაძლებელი.

Googleსიახლეებისმარტფონები

Huawei Nexus 6P-ის კამერის და სხვა დეტალები

28 სექტემბერი 2015

Huawei-Nexus-6P-leak1.jpg

ქსელში Huawei Nexus 6P-ს კამერის დეტალები გამოჩნდა. როგორც ცნობილი გახდა სმარტფონს ექნება 12,3-მეგაპიქსელიანი კამერა აპერტურით f/2.0. ხოლო თვით პიქსელის ზომა შეადგენს 1,55 მიკრომეტრს.
Huawei-Nexus-6P-leakამ პარამეტრების მქონე კამერით Google-ის ფლაგმანმა საკმაოდ კარგი სურათები უნდა გადაიღოს ცუდი განათების პირობებში, რადგან უფრო დიდი ზომის პიქსელები მეტ შუქს შთანთქავენ. რაც შეეხება წინა კამერას ის 8 მეგაპიქსელიანია, ხოლო პიქსელის ზომა 1,4 მიკრომეტრია. huawei-nexus-6p-colorsშეგახსენებთ, რომ ამ დღეებში Huawei Nexus 6P-ს დახურული პრეზენტაცია გაიმართა საიდანაც გაჟონა უტყუარმა ინფორმაციამ, რომ აპარატს 5,7 ინჩიანი QHD-დისფლეი ექნება, პროცესორით Snapdragon 810, თითის ანაბეჭდის სკანერითა და USB Type-C პორტით. lxjddwqაპარატს ექნება სტერეოდინამიკებიო და იმუშავებს Android 6.0 Marshmallow-ზე.
jjdyxcq

სიახლეებისმარტფონები

2015 წლის ყველაზე ხმამაღალი დინამიკების მქონე სმარტფონები

26 სექტემბერი 2015

sound-smartphone-battery-charger.jpg

ხარისხიანი მუსიკის მოყვარულები სკეპტიკურად არიან განწყობილი მობილურ ტელეფონში მუსიკის მოსმენის მიმართ. თუმცა ბევრი მომხმარებელი კმაყოფილებას
გამოთქვამს სმარტფონებში არსებული ჟღერადობის მიმართ და ყოველდღიურ რეჟიმში იყენებს სმარტფონს მუსიკის პლეერად. საინტერესო იქნება გავიგოთ, თუ რომელ სმარტფონს გააჩნია ყველაზე ძლიერი დინამიკები. საუბარია 2015 წელს გამოსულ მოდელებზე. გავეცნოთ საუკეთესო 10-ეულს.

Alcatel OneTouch Idol 3 — 77,7 დეციბელიAlcatel OneTouch Idol 3ამ სმარტფონს JBL-ის მძლავრი დინამიკები აქვს, აპარატში ხმა ნამდვილად მაღალია თუმცა ხარისხიანს მას ვერ დავარქმევთ.

Meizu MX5 — 78 დეციბელიMeizu MX5ამ აპარატსაც საკმაოდ ხმამაღალი ჟღერადობა აქვს, თუმცა ჭარბობს საშუალო სიხშირეები და ხმას აკლია სიღრმე და გადმოცემის სიზუსტე.

Motorola Moto G (2015) — 78,5 დეციბელიMotorola Moto G 2015მცირე და საშუალო ზომის ოთახისთვის საკმაოდ კარგი ხმა გააჩნია ამ სარტფონის დინამიკებს, თუმცა იმ შეთხვევაში თუ ხმას ბოლომდე აუწევთ ის სისუფთავეს კარგავს.

Huawei P8 Lite — 79 დეციბელიHuawei P8 Liteამ სმარტფონის დინამიკების მინუსი ნამეტანი ხმამაღალი ჟღერადობაა, რაც ხარისხს უფუჭებს.

LG G4 — 79 დეციბელიLG G4ამ სმარტფონს საკმაოდ კარგი ჟღერადობა აქვს, თუმცა თუ ვიქნებით ძალიან კრიტიკულები შეიძლება ვთქვათ რომ მას აკლია ჟღერადობის “პრავალფეროვნება”. მაგრამ თუ ექვალაიზერს დავამუშავებთ ძალიან კარგი შედეგის იღწევა შეიძლება. თანაც აღსანშნავია, რომ შესაძლებელია ამ სმარტონით ერთი დატენვით 3 დღემდე მუსიკის მოსმენა.

ZTE Axon Pro — 80,3 დეციბელიZTE Axon ProAxon Pro-ს ნამდვილად შეუძლია იამაყოს საკუთარი დინამიკებით. დინამიკების ხმა ნამდვილად ძალიან ძლიერია და მისი სიძლიერის გამო ხმა გამაღიზიანებლად არ ჟღერს.

BLU Pure XL — 80,8 დეციბელიBLU Pure XLPure XL გახლავთ სასიამოვნო სიურპრიზი. კორპუსის უკანა მხარეს განლაგებული დინამიკების ხმა ძალიან მძლავრია. ისინი შესანიშნავად გადმოსცემენ Bass-ებს.

Xiaomi Redmi 2 — 82 დეციბელიXiaomi Redmiსაკმაოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს ამ აპარატის დინამიკები. მათი ხმა ძალიან სასიამოვნოა. მართალია აკლია გარკვეული სიღრმე ჟღერადობაში მაგრამ ეს არც თუ ისე შესამჩნევია.

Samsung Galaxy S6 Active — 83 დეციბელიSamsung Galaxy S6 Active2015 წლის მოდელებს შორის ყველაზე ხმამაღალი დინამიკი ამ სმარტფონს გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ამ სტატიაში შედარებულია სმარტფონები დინამიკების ხმამაღალი ჟღერადობით და არა ხარისხიანი ხმით. თუ ბოლოს მივადევნებთ თვალს, მაშინ აქ აშკარად საპრიზო ადგილებს დაიკავებდნენ HTC One M9 და HTC One M8.

სიახლეებისმარტფონები

Xiaomi გაყიდვების რეკორდებს ამყარებს

18 სექტემბერი 2015

gsmarena_0021.jpg

Xiaomi Redmi Note 2 სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება.კომპანიამ სულ რაღაც ერთი თვის წინ გამოუშვა ეს სმარტფონი და 5 სექტემბრის მონაცემების გაყიდვების რიცხვმა 1.5 მილიონი ეგზემპლარი შეადგინა. სმარტფონის წარმატება შესამჩნევი იყო გაყიდვების დაწყებიდანვე. პირველი 800 000 ეგზემპლარი ჩინეთში 12 საათში გაიყიდა. gsmarena_002ეს იყო აბსოლუტური რეკორდი იმ მომენტისთვის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ამ სმარტფონის გაყიდვების რიცხვი სულ უფრო იზრდება. ძნელია იმის თქმა, იქნება თუ არა ეს რეკორდი ბოლო Xiaomi-სთვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სმარტფონი ჯერ მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე იყიდება ალბათ წარმატება კიდევ წინ არის. მას დიდიპოტენციალი აქვს იმისთის, რომ პოპულარული გახდეს ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე. თუ მისი პოპულარულობა არ დაეცა სავარაუდოდ Xiaomi წლის ბოლომდე 10 მილიონზე მეტ Redmi Note 2-ს გაყიდის. 9ტელეფონი 5 სხვადასხვა ფერში გამოდის, ესენია: ცისფერი, ყვითელი, ვარდისფერი, შავი და თეთრი. ამ სმარტფონის ფასი სულ რაღაც 125 დოლარია 16 გიგაბაიტიანი ვერსიისთვის და 156 დოლარი 32 გიგაბაიტიანისთვის. მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად კომპანიას წარმოების გაზრდა და ფასის დაწევა მოუწევს. თუმცა კომპანიის ვიცე პრეზიდენტი ჰიუგო ბარრა აცხადებს, რომ კომპანია უკვე მომავალ წელს აშშ-ს ბაზრის დაპყრობას აპირებს. ამ ეტაპზე კი გაყიდვები წარმატებით დაიწყო ინდოეთში.10-1024x659

სიახლეებისმარტფონები

ახალი Huawei Honor 7

17 სექტემბერი 2015

huawei-honor-7-480x480.jpg

დღეს კომპანია Huawei გამართავს თავისი ახალი სმარტფონის Huawei honor 7-ის პრეზენტაციას. როგორც წინასწარი ინფორმაციით გახდა ცნობილი, დღეს პრეზენტაციაზე უნდა ვიხილოთ მკვრივი ალუმინის კორპუსისგან შექმნილი, 5.2 ინჩიანი ეკრანისა და Full HD გაფართების მქონე სმარტფონი, რომელიც აწყობილია 64 ბიტიან ჩიპსეტზე Kirin 935, რომელსაც 3 გბ ოპერატიული მეხსიერება ექნება.Huawei-Honor-7-Front-Rear

Honor 7-ის ტექნიკური მახასიათებლები:

  • 5,2-ინჩიანი დისფლეი 1080p გარჩევადობით (423ppi);
  • 64-ბიტიანი ჩიპსეტი Kirin 935 მაქსიმალური ტაქტური სიხშირით 2,2 გგჰერცი;
  • გრაფიკული ჩიპი ARM Mali-T628;
  • 3 გბ ოპერატიული მეხსიერება;
  • 16-64 გბ შიდა მეხსიერება microSD მხარდაჭერით;
  • 20-მეგაპიქსელიანი კამერა, ფაზური ავტოფოკუსით, 6 ლინზიანი მოდულითა და დამცავი საფირონის შუშით;
  • 8-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა;
  • მოდულები NFC, Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac (2.4-5 გგჰერცი), Bluetooth 4.1, A-GPS;
  • ქსელების მხარდაჭერა GSM, WCDMA და LTE;
  • ელემენტის მოცულობა 3100 მლაპმერი სწრაფი დამუხტვის ფუნქციით;
  • ოპერაციული სისტემა Android 5.0 გარე ინტერფეისით EMUI 3.1;
  • ზომები 143,2 x 71,9 x 8,5 მმ;
  • თითის ანაბეჭდის სკანერი;
  • წონა: 157 გრ.

 

სიახლეებისმარტფონები

HTC One A9 იქნება პირველი სმარტფონი რომელიც Android 6.0-ზე იმუშავებს

16 სექტემბერი 2015

htc-aero-might-launch-as-htc-a9-with-mediatek-s-deca-core-x20-soc-inside-489888-21-960x500.jpg

როგორც ქსელში ვრცელდება ინფორმაცია კომპანია HTC საშუალო დონის სმარტფონის გამოშვებას აპირებს, ეს იქნება HTC One A9. რომელსაც კომპანია სპეციალურ ღონისძიებაზე წარმოადგენს, რომელიც 29 სექტემბერს გაიმართება.
HTC-One-M9-181-1280x720როგორც ამბობენ სმარტფონი აწყობილი იქნება ახალ პროცესორზე Qualcomm Snapdragon 617, რომელსაც 8 გამომთვლელი ბირთვი აქვს ARM Cortex A53, რომლის ტაქტური სიხშირე 1,5 გიგაჰერცია. ვიდეო კონტროლერი გახლავთ Adreno 405, რომელსაც აქვს OpenGL ES 3.1.-ის მხარდაჭერა. ჩიპსეტში ინტეგრირებულია ქსელური მოდემი LTE Cat 7, რომელიც მეოთხე თაობის ქსელებში მუშაობს და მისი მონაცემთა გამტარიანობის მაქსიმალური სიჩქარე 300 მგბიტ/წმ-ია. HTC-One-M9-171-1280x720პროცესორს აქვს შემდეგი უკაბელო ქსელების მარდაჭერა Bluetooth 4.1 + BLE და Wi-Fi 802.11n/ac, ასევე ახალი სწრაფი დატენვის ტექნოლოგიის Quick Charge 3.0.-ის მხარდაჭერა. ცნობილია, რომ სმარტფონი მიიღებს 2 გბ ოპერატიულ მეხსიერებას, შიდა მეხსიერება კი 16 გიგაბაიტი იქნება. ეკრანის ზომა 5 ინჩი იქნება, რომლის გარჩევადობა Full HD-ა. რაც შეეხება კამერას საუბარია ძირითად 13 მეგაპიქსელიან კამერაზე გამოსახულების სტაბილიზირებით, ხოლო სელფი კამერისთვის გათვალისწინებულია 4 მეგაპიქსელიანი კამერა. htc2HTC One A9 შეიძლება გახდეს პირველი სმარტფონი რომელიც იმუშავებს Android 6.0 (Marshmallow)-ზე. როგორც ამბობენ აპარატის სისქე 7 მილიმეტრი იქნება და ის გამოვა 6 განსხვავებულ ფერში. აკუმულატორის მოცულობა 2150 მილიამპერსაათი იქნება. სხვა ინფორმაცია აპარატის შესახებ ჯერ მიუწვდომელია.

სიახლეებისმარტფონები

Sony Xperia Z5 Premium მუშაობს Full HD რეჟიმში ენერგიის ეკონომიის მიზნით

16 სექტემბერი 2015

sony_xperia_z5_audio.jpg

Sony Xperia Z5 Premium გახდა მსოფლიოში პირველი სმარტფონი 4K გარჩევადობის ეკრანით. მაგრამ როგორც ენთუზიასტებმა გაარკვიეს, რომლებმაც გადაიღეს რამოდენიმე სქრინშოთი და დატესტეს აპარატი GFXBench-ში, სმარტფონის აპარატის მიერ გადაღებული სურათების გარჩევადობა FullHD-ა 1080p. 2885A61F-DBAF-48CE-8EDB-00BFB06CA8C7ED763FD7-ED7B-4BC2-A806-FA915FC05B59ინტერნეტში სხვადასხვა ფორუმებში უკვე მიმდინარეობს იმის განხილვა, რომ Xperia Z5 Premium ყოველთვის არ მუშაობს 4K გარჩევადობით. Sony-ს გალერეაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ 4k გარჩევადობის როგორც სურათები ასევე ვიდეოები, ასევე შეხვდებით ამავე გარჩევადობის გარეკანებს ეკრანისთვის, თუმცა სისტემის ინტერფეისი  მაინც FullHD გარჩევადობაზე მუშაობს. ამისთვის რამოდენიმე მიზეზი არსებობს თუ რატომ გადაწყვიტა კომპანიმ გარჩევადობის შემცირება. Z5-premium1საქმე იმაშია, რომ 4K ელემენტების რენდერინგი ძალიან დატვირთავს გრაფიკულ პროცესორს და წარმადობის შემცირებას გამოიწვევს და ასევე შეამცირებს ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობას. მაგრამ 4K გარჩევადობის გამოყენებას მოახერხებთ იქ სადაც ის ნამდვილად გჭირდებათ, ესენია კამერა და გალერეა სადაც ფოტოს და ვიდეოს დაათვალიერებთ 4k გარჩევადობით. ოფიციალურ განცხადებაში Sony-მ შემდეგნაირი განმარტება გააკეთა.z5-premium-two-day-battery“Sony Xperia Z5 Premium გააჩნია 4К-გარჩევადობის (3840х2160 პიქსელი) ეკრანი, რომელიც შექმნილია SID Standard ტექნოლოგიით და შეუძლია ნებისმიერი 4k კონტენტის იქნება ეს ფოტო თუ ვიდეო დამუშავება. ნებისმიერი სხვა კონტენტი 1080р-ში გამოისახება ენერგოეფექტურობისა და წარმადობის ოპტიმიზირების მიზნით. ამ მხრივ, თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ 4K გარჩევადობით მაშინ, როცა ეს რეალურად გჭირდებათ.Xperia-Z5-Premium-UT-AH-14-1600x1067

Samsungსიახლეებისმარტფონები

Samsung-მა ბიუჯეტური სმარტფონი Galaxy J2 წარმოადგინა

14 სექტემბერი 2015

1442224304_samsung-galaxy-j1-002.jpg

კომპანია Samsung-მა გადაწყვიტა კიდევ ერთი ბიუჯეტური სმარტფონი Galaxy J2 წარმოედგინა ბაზარზე. თუმცა ეს სმარტფონი თავდაპირველად მხოლოდ ინდოეთის ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი.
1442224304_samsung-galaxy-j1-001ზაფხულში წარმოდგენილ მოდელთან Galaxy V Plus-თან შედარებით J2-ს უფრო კარგი მახასიათებლები აქვს. ესენია: 4.7-ინჩიანი სენსორული Super AMOLED ეკრანი გარჩევადობით 960×540 წერტილი. 4 ბირთვიანი პროცესორი Exynos 3475 ტაქტური სიხშირით 1,3 გიგაჰერცი გრაფიკული ამაჩქარებლით Mali-T720. აპარატი ასევე აღჭურვილია 1 გიგაბაიტი ოპერატიულითა და 8 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით, ასევე აქვს microSD ბარათის სლოტი. 1442224311_samsung-galaxy-j1-003ასევე უყენია 5 მეგაპიქსელიანი მთავარი და 2 მეგაპიქსელიანი სელფი კამერა. აქვს 2 სიმბარათის სლოტი, უკაბელო ქსელებიდან ხელმისაწვდომია Wi-Fi, Bluetooth 4.0, GPS და FM-რადიო. რაც მტავარია სმარტფონი მუსაობს 4G LTE ქსელში. ოპერაციულ სისტემად გამოყენებულია Android 5.1.1 Lollipop. 1442224224_samsung-galaxy-j1-005აკუმულატორის მოცულობა 2000 მილიამპერია. თუ გავითვალისწინებთ შედარებით დაბალ მონაცემებს, აკუმულატორი საკმაოდ დიდხანს უნდა მუშაობდეს. Galaxy J2-ის გაცხადებული ფასი 130 დოლარი.

სიახლეებისმარტფონები

Sony უკრძალავს მომხმარებლებს საკუთარი სმარტფონების წყლის ქვეშ გამოყენებას

14 სექტემბერი 2015

1442213284_sony-xperia-001.jpg

საკმაოდ მოულოდნელი გახდა Sony-ს განცხადება მისი სმარტფონების წყალში ჩადებასთან დაკავშირებით.კომპანია არ ურჩევს Xperia-ს მფლობელებს შევიდნენ წყალში სმარტფონთან ერთად, იქნება ეს ზღვა, ტბა თუ აუზი, მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო რგოლებში კომპანია თამამად ადემონსტრირებს მის წყალქვეშ გამოყენებას. 1442213285_sony-xperia-002Sony ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც დაიწყო წყლისა და მტვერის შეღწევისგან დაცული სმარტფონების გამოშვება. ახალი სმარტფონებიც Xperia Z5 სერიიდან ასევე მაქსიმალურად დაცულია ნესტის შეღწევისგან. მათ ტექნიკურ მახასიათებლებში აღნიშნულია, რომ სმარტფონები დაცულია IP68 კლასის სერტიფიცირების მიხედვით. რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონი დაცულია მტვერის შეღწევისგან და ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება წლის ქვეშ ხანგრძლივი დროის განმავლობაში 1 მეტრზე მეტ სიღრმეში. მომხმარებელს ჰგონია, რომ მის ძვირადღირებულ ტელეფონს არაფერი მოუვა წყლის ქვეშ თუმცა რეალობა სულ სხვაა. 1442213284_sony-xperia-001Sony პირდაპირი ტექსტით უკრძალავს მომხმარებლებს სმარტფონის ზღვაში, მარილიან წყალში გამოყენებას, ასევე ქლორირებულ და ალკოჰოლით გაჯერებულ სითხეში. მოწყობილობის ასეთი გამოყენება ჩაითვლება სმარტფონის არასწორ და აკრძალულ ექსპლუატაციად და გარანტიით გათვალისწინებულ შეკეთებას არ დაექვემდებარება. კომპანიის თქმით, IP სერტიფიკატები მოპოვებულია ექსპერიმენტში, რომელიც სათუთად ტარდებოდა, რომლის დროსაც სმარტფონი ძალიან ფრთხილად თავსდებოდა წყალში.1442213314_sony-xperia-003

Appleსიახლეებისმარტფონები

რა ჯდება iPhone 6S-ის დამზადება?!

14 სექტემბერი 2015

iphone6package-1920x1280-960x640.jpg

როგორც იცით წინა კვირას გაიმართა Apple-ის ახალი პროდუქტების iPhone-ის და iPad-ის პრეზენტაცია. ამ სტატიაში გაიგებთ თუ რა ჯდება iPhone 6S-ის დამზადება და რა ფასში იყიდება ის.
iphone6package-1920x1280Bank of America Merrill Lynch-ის სპეციალისტებმა გაიგეს ყველა დეტალი ამის შესახებ. როგორც ირკვევა ყველაზე ძვირი 127 დოლარი დაჯდა მიკროსქემა, საიდანაც 36 დოლარი წავიდა რადიოსიხშირულ ძაფებზე, 25 დოლარი კი ახალ A9 პროცესორზე. ასევე ცნობილია, რომ 20 დოლარი დაჯდა 64 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება და 22 დოლარი სხვადასხვა სენსორები. სმარტფონის ეკრანი და აკუმულატორი კომპანიას დაუჯდა 74 დოლარი, დარჩენილი 33 დოლარი კი დაიხაჯა კორპუსზე და სხვა დეტალებზე. cotd-091115ჯამში სმარტფონის ფასი 234 დოლარი გამოვიდა ხოლო იყიდება ის 749 დოლარად. ზუსტად ამდენი ჯდება iPhone 6s 64 გიგაბაიტიანი ვერსია კონტრაქტის გარეშე. თუმცა რა ტქმა უნდა გასათვალისწინებელია სხვა ხარჯები როგორიცაა: თანამშრომელთა ხელფასი, რეკლამა, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და სხვა.

სიახლეებისმარტფონები

ZTE V5 3 გამოვიდა გაყიდვაში 180 ევროდ

11 სექტემბერი 2015

zte3.jpg

გაყიდვაში გამოვიდა ZTE V5 3, რომელიც Android 5.1.1 Lollipop-ზე მუშაობს, საფირმო გარსით Nubia UI 3.0.

სმარტფონი აწყობილია Snapdragon 615-ზე, რომელიც გახლავთ 8 ARM Cortex-A53 ბირთვიანი პროცესორი 1,5 გიგაჰერცი სიხშირით. რაც შეეხება გრაფიკულ ამაჩქარებელს ეს გახლავთ Adreno 405. ოპერატიული მეხსიერების ოდენობა 2 გიგაბაიტია.

ეკრანის გარჩევადობა 1920 × 1080 წერტილია (Full HD), ეკრანის დიაგონალის სიგრძე 5,5 ინჩია. სმარტფონის უკანა მხარეს განლაგებულია 13 მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსითა და განათებით. ასევე დაქტილოსკოპიური სკანერი რომელიც თითის ანაბეჭდის მიხედვით ახდენს პატრონის ამოცნობას. წინა კამერა 5 მეგაპიქსელიანია ფართოკუთხიანი ოპტიკით სელფი სურათებისა და ვიდეოზარებისთვის.

სმარტფონის შიდა მეხსიერება 16 გიგაბაიტს შეადგენს, რომლის გაზრდა მეხსიერების ბარათის მეშვეობით არის შესაძლებელი. უკაბელო ადაპტერებიდან გააჩნია Wi-Fi 802.11n და Bluetooth 4.0, ასევე GPS/ГЛОНАСС და სენსორების სტანდარტული ნაკრები. სმარტფონის ელემენტის სიმძლავრე 3000 მილიამპერია. აპარატის გაბარიტები შემდეგნაირია: 155,3 × 77,2 × 8,6 მმ, წონა 160 გრამი.

აპარატს აქვს შემდეგ ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა LTE 1800/2100/2600 მეგაჰერცი, WCDMA 850/900/1900/2100 მეგაჰერცი და GSM 900/1800/1900 მეგაჰერცი. ასევე შესაძლებელია 2 სიმბარათის გამოყენება. აპარატის საორიენტაციო ფასი 180 ევროა.

Appleსიახლეებისმარტფონები

გაიცანით ახალი iPhone 6s და iPhone 6s Plus

10 სექტემბერი 2015

1441864890_007.png

Apple-მა როგორც იქნა საკუთარი ახალი პროდუქტების iPhone 6s-ისა და iPhone 6s plus-ის პრეზენტაცია გამართა. მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონების დიზაინები არ შეცვლილა წინა მოდელებთან შედარებით მათში მაინც არის არაერთი სიახლე, რომელსაც ამ სტატიაში გაეცნობით. 1441864861_001iPhone 6s და iPhone 6s plus-ს ნამდვილად გააჩნიათ Force Touch ტექნოლოგიაზე დამყარებული დისფლეი, უბრალოდ მას სხვა სახელი დაარქვეს – 3D Touch. ამ ტექნოლოგიას შეუძლია გაარჩიოს ეკრანზე დაჭერის სიძლიერე. გარდა ამისა სმარტფონი რეაგირებს ყოველ ჟესტზე ტაქტილური პასუხით Taptic Engine-ის წყალობით. ეკრანის დიაგონელები იგივე დარჩა როგორც წინა ვერსიებში 4.7 და 5.5 ინჩი 1920×1080 და 1334×750 პიქსელით შესაბამისად. 1441864890_007ეკრანის ქვეშ, რომელიც დაცულია უფრო მყარი შუშით Ion-X მდებარეობს Home ღილაკი ჩაშენებული დაქტილოსკოპიური სკანერით. კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც ბევრი ფანი ელოდებოდა გახლავთ გაუმჯობესებული 12 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც ასევე შეუძლია 4K გაფართოებით ვიდეოს გადაღება. ავტოფოკუსი უფრო ზუსტი და სწრაფი გახდა. წინა კამერამაც განიცადა ცვლილებები და ის 5 მეგაპიქსელიანი გახდა.კამერის განათებისთვის გამოიყენება სმარტფონის ეკრანი.

1441864875_010
iPhone 6s და iPhone 6s plus აწყობილია 64 ბიტიან პროცესორზე Apple A9, რომელიც 70%-ით უფრო სწრაფია წარმადობის მხრივ და 90%-ით გრაფიკის მხრივ A8-სთან შედარებით, რომელიც iPhone 6 და iPhone 6 plus-ში დგას. ახალ სმარტფონებში გამოიყენება iOS 9 რომელიც კომპანიის ბოლო ოპერაციულ სისტემას წარმოადგენს. მოულოდნელობა გახდა ახალი თაობის თითის ანაბეჭდის სკანერიTouch ID რომელიც უფრო სწრაფია წინა ვერსიასთან შედარებით. 1441864908_006ახალ სმარტფონებს 4G LTE Advanced სტანდარტის მხარდაჭერა აქვთ, ისევ როგორც LTE ქსელების 23 დიაპაზონის. აპარატის კორპუსი დამზადებულია ალუმინის ახალი შენადნობისგან სერიით 7000. ასევე გაჩნდა სმარტფონის ახალი ფერი რომელსაც ვარდისფერი ოქრო დაარქვეს. აქვე აღსანიშნავია რომ სმარტფონების ზომები ცოტათი გაიზარდა წინა მოდელებთან შედარებით. iPhone 6s-ის გაბარიტებია 138.3х67.1х7.1 მმ, წონა კი 143 გრამი, ხოლო iPhone 6s plus-ის 158.2х77.9х7.3 მმ, წონა კი 192 გრამი. 1441864897_005ახალი სმარტფონების წინასწარი შეკვეთა 12 სექტემბრიდან გახდება შესაძლებელი, ხოლო ოფიციალურ გაყიდვაში ისინი 25 სექტემბერს გამოვა. პირველად სმარტფონები ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ქვეყნებში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა, ჰონგ-კონგი, ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, პუერტო-რიკო, სინგაპური და იაპონია.

1441864871_008
iPhone 6s-ის ფასი აშშ-ში 2 წლიანი კონტრაქტით შეადგენს 199 დოლარს 16 გიგაბაიტიანი ვერსიისთვის, 299 დოლარი 64 გიგაბაიტიანი ვერსიისთვის და 399 დოლარი 128 გიგაბაიტიანი ვერსიისთვის. რაც შეეხება iPhone 6s plus აქ ფასები შემდეგნაირად განაწილდა: 299 დოლარი 16 გბ ვერსიისთვის, 399 დოლარი 64 გბ ვერსიისთვის და 499 დოლარი 128 გბ ვერსიისთვის. 1441864922_014

Samsungსიახლეებისმარტფონები

როგორი იქნება Samsung Galaxy S7?

10 სექტემბერი 2015

samsung-s7-960x539.jpg

Samsung-ის მომდევნო სმარტფონზე Galaxy S7-ზე ნელნელა ინფორმაცია გროვდება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამხრეთკორეული კომპანია Galaxy S7-ის მინიმუმ ორ ვერსიას შემოგვთავაზებს.

Samsungადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ Galaxy S7 აეწყობოდა სამსუნგის ახალ ჩიპზე, შესაძლოა ეს ყოფილიყო 8 ბირთვიანი Exynos 8890, რომელიც ტესტებში დაფიქსირდა ან Qualcomm Snapdragon 820-ზე, Kryo-ს 4 ბირთვითა და Adreno 530 გრაფიკული ამაჩქარებლით. გარდა ამისა გავრცელდა ხმები თითქოს სამსუნგი აგროვებს ინჟინრების ჯგუფს, რომლებიც Snapdragon 820-ის ოპტიმიზირებაზე იმუშავებენ საკუთარი პროდუქტისთვის. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ Galaxy S7 გამოვა ორ ვერსიაში 5.2 და 5.8 დიაგონალით, რაც იმას ნიშნავს, რომ სამსუნგი წარმოადგენს ფლაგმანებს როგორც სმარტფონების ასევე ფაბლეტების სეგმენტში.
Samsungსავარაუდოდ Galaxy S7-ის ერთი ვერსია მაინც მიიღებს 4K (3840 × 2160 წერტილი) გარჩევადობის ეკრანს, რაც იმას ნიშნავს რომ 5.2 ინჩიან ეკრანზე პიქსელების სიმჭიდროვე 847 PPI-ს შეადგენს, ხოლო 5.8 ინჩიანის შემთხვევაში 760-ს. შედარებისთვის Galaxy S6-ის 5.1 ინჩიან ეკრანს რომლის გარჩევადობა QHD-ა (2560 × 1440 წერტილი)  პიქსელების სიმჭიდროვე 576 ppi-ს შეადგენს. ასევე ვრჩელდება ინფორმაცია, რომ Galaxy S7-ის ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბაიტი იქნება. სხვა მონაცემებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ არსებობს. თუ ვენდობით ინფორმაციის მომწოდებელ წყაროს, სამსუნგ-ის მომდევნო სმარტფონი 2016 წლის მარტში ან აპრილში უნდა გამოვიდეს.samsung s7

სიახლეებისმარტფონები

სმარტფონი “ღრუბლოვანი” ტექნოლოგიების გამოყენებით

9 სექტემბერი 2015

1441781856_nextbit-robin-001.jpg

სტარტაპი Nextbit, რომელიც სმარტფონებისთვის “ღრუბლოვანი” პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით იყო დაკავებული გადაწყვიტა საკუთარი სმარტფონის გამოშვება.
1441781856_nextbit-robin-001აღსანიშნავია, რომ სმარტფონის შექმნაში ლომის წვლილი მიუძღვით Google-ისა და HTC-ს ყოფილ თანამშრომლებს. Nextbit Robin შექმნილია “ღლუბლოვან” შესაძლებლობებზე დაყრდნობით. Nextbit-მა უკვე დაიწყო ფულის აგროვების კამპანია Kickstarter-ზე სერიოზული წარმოების დასაწყებად. 1441781887_nextbit-robin-002ახალ სმარტფონს აღჭურავენ 5.2-ინჩიანი IPS-დისფლეით, რომელსაც  FullHD გარჩევადობა ექნება (1920х1080 წერტილი). კამერას ასევე ექნება 13 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 5 მეგაპიქსელიანი სელფი კამერა. აპარატი აწყობილი იქნება ექვს ბირთვიან პროცესორზე Qualcomm Snapdragon 808, რომელიც LG G4-ში და ახალ Nexus-ში დგას. 1441781877_nextbit-robin-004ოპერატიული მეხსიერების ოდენობა 3 გიგაბაიტია. შიდა მეხსიერება 32 გიგაბაიტს შეადგენს, ასევე სრულიად უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება 100 გიგაბაიტი “ღრუბლოვანი” მეხსიერება. “ღრუბელში” შეინახება არა მარტო მომხმარებლის მიერ შენახული დოკუმენტები არამედ პროგრამებიც.1441781899_nextbit-robin-003სმარტფონი თვითონ დაადგენს, რომელი აპლიკაციები და მონაცემები გამოიყენება იშვიათად და თვითონ გადაიტანს მათ “ღრუბლოვან” მეხსიერებაში. ამ დროს პროგრამის ხატულები ფერს იცვლიან რომ მივხვდეთ თუ სად არის შენახული მონაცემები. 1441781872_nextbit-robin-013სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ პარამეტრი როცა თქვენი მონაცემები არავითარ შემთხვევაში არ გადავა “ღრუბელში” არამედ ტელეფონში დარჩება. 1441781906_nextbit-robin-005გარდა ამისა Nextbit Robin აღიჭურვება თითის ანაბეჭდის სკანერით. აკუმულატორის მოცულობა 2680 მილიამპერსაათი იქნება. სმარტფონს ასევე ექნება USB Type-C პორტი, NFC მხარდაჭერით. უკაბელო ქსელებიდან ასევე ექნება Bluetooth 4.0 LE და Wi-Fi (802.11 a/b/g/n/ac). ქსელებიდან ხელმისაწვდომი იქნება მეოთხე თაობის ქსელები LTE. 1441782025_nextbit-robin-014პირველმა სპონსორებმა KICKSTARTER-ზე უკვე შეიძინეს სმარტფონი 299 დოლარად. დანარჩენი მსურველებისთვის წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში ფასი 349 დოლარს შეადგენს. სმარტფონი ხელმისაწვდომი 2016 წლის თებერვალში გახდება.1441781896_nextbit-robin-008

სიახლეებისმარტფონები

Toshiba-მ წარმოადგინა SD ბარათები TransferJet ტექნოლოგიით

8 სექტემბერი 2015

Toshiba-transferjet.jpg

IFA 2015 გამოფენის ფარგლებში კომპანია Toshiba-მ ფლეშ-მეხსიერების SDHC ბარათი წარმოადგინა TransferJet ტექნოლოგიის მხარდაჭერით.
transferjet2შეგახსენებთ, რომ TransferJet გახლავთ მონაცემთა გადაცემის სისტემა, რომლის გამტარუნარიანობა 560 მეგაბიტ/წმ-მდეა. ამ ტექნოლოგიის განმასხვავებელი ნიშანი გახლავთ, მიმღებების მუშაობის მცირე რადიუსი. სულ რამოდენიმე სანტიმეტრი. რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ინფორმაციის მოპარვის ალბათობას. transferjet1TransferJet-ის გამოყენებისას არ არის საჭირო დაკავშირების რთული მეთოდები. კავშირის დამყარება წამის მეათედში ხდება. Toshiba SDHC-ს მოცულობა 16 გიგაბაიტია. ისინი შეესაბამებიან Class 10-ის სპეციფიკაციას, რაც მონაცემთა მინიმალური ჩაწერის სიჩქარეს 10 მეგაბაიტს/წამში გულისხმობს. tj1SDHC TransferJet ბარათებიდან ინფორმაციის გადატანას პერსონალურ კომპიუტერში Toshiba სპეციალური მინი ადაპტერების საშუალებით გვთავაზობს. ისინი ხელმისაწვდომია USB კონექტორებიან ვარიაციებში დესკტოპებისა და ნოუთბუქებისთვის, ასევე Micro-USB ვარიანტი სმარტფონებისა და ტაბლეტებისთვის და Lightning ვერსია Apple მოწყობილობებისთვის.Toshiba_TransferJet_iPhone_1 ფასის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.

Samsungსიახლეებისმარტფონები

Samsung გამოუშვებს მორიგ სმარტფონს Tizeon OS-ზე

8 სექტემბერი 2015

Screen_Shot_2015_07_23_at_11.41.09_Cropped.png

რამოდენიმე წელია Samsung და Intel ერთად მუშაობენ ოპერაციულ სისტემა Tizen-ზე, რომელმაც იდეაში Android სისტემაზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს.
50თუ ჭკვიან საათებში ამ სისტემამ გაამართლა, ვერ ვიტყვით იგივეს სმარტფონებზე. თუმცა სამსუნგი ძალ-ღონეს არ აკლებს და კიდევ ერთ სმარტფონს გამოუშვებს Tizen OS-ზე. ეს იქნება სმარტფონი სახელით Z3. samsung-confirms-z3-as-the-next-phone-to-operate-on-tizen-osფოტოზე ტელეფონი წინა მოდელს, Z1-ს ჰგავს. ფოტოზე ჩანს, რომ სმარტფონს დიდი ეკრანი ექნება სავრაუდოდ 5 ინჩიანი HD გარჩევადობით, ხოლო დიზაინი ძირითადში იგივე რჩება. სპეციფიკაციებიდან ცნობილია, რომ აპარატი იმუშავებს 4 ბირთვიან პროცესორზე Spreadtrum SC7730S, ოპერატიული მეხსიერების ოდენობა 1.5 გიგაბაიტი იქნება, ხოლო აკუმულატორის მოცულობა 2 600 მილიამპერსაათი. tizenაპარატს ორი კამერა ექნება 5 და 8 მეგაპიქსელიანი. Z3-ის ზუსტი ფაცი უცნობია, მაგრამ ცნობილია რომ ის წლის ბოლოს გამოვა.

სიახლეებისმარტფონები

ყველაზე კომპაქტური და მძლავრი პორტატული ელემენტი

3 სექტემბერი 2015

anker-2.jpg

კომპანია Anker-მა, რომელიც ცნობილია პორტატული ელემენტების წარმოებით, წარმოადგინა ახალი მოდელი PowerCore 20100, რომელიც მაღალ სიმძლავრესა და დაბალ გაბარიტებს აერთიანებს. როგორც მოწყობილობის სახელიდან ხვდებით მისი აკუმულატორის მოცულობა 20 100 მილიამპერსაათია, რაც Samsung Galaxy S6-ის დატენვას ხუთჯერ შეძლებს.

პორტატული ელემენტის გაბარიტებია 166 × 58 × 22 მილიმეტრი, ხოლო წონა 356 გრამი. Anker PowerCore 20100-ს აქვს სრული დაცვა მოკლე ჩართვისგან, გადახურებისა და არასწორი შეერთებისგან. მოწყობილობის ელემენტის მწარმოებელი კომპანია Panasonic-ია.

ელემენტს ორი USB პორტი აქვს, თითოეულს 2.4 ამპერი დენის მიწოდება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე მოწყობილობის დატენვა. PowerIQ და VoltageBoost-ტექნოლოგიებთან ინტეგრირებული კონტროლერი უზრუნველჰყოფს ოპტიმალური დენისა და ძაბვის მიწოდებას. იაპონიაში ეს მოწყობილობა დაახლოებით 33 დოლარი ღირს, Amazon-ზე კი ამ მოწყობილობის ყიდვა დაახლოებით 40 დოლარად შეიძლება.

სიახლეებისმარტფონები

IFA 2015: Acer-მა გეიმერული ტაბლეტი Predator 8 და სმარტფონი Predator 6 წარმოადგინა

3 სექტემბერი 2015

gsmarena_002.jpg

IFA 2015-ის მიმდინარე პრეზენტაციაზე კომპანია Acer-მა ორი საინტერესო პროდუქტი წარმოადგინა. ესენია 8 ინჩიანი ტაბლეტი Predator 8 და სმარტფონი Predator 6.
gsmarena_002 ორივე აპარატს კაშკაშა და აგრესიული დიზაინი აქვთ და არც თუ ისე ცუდი ტექნიკური მახასიათებლები. ტაბლეტი Acer Predator 8 GT-810 აღჭურვილია 8 ინჩიანი IPS ეკრანით, რომლის გარჩევადობა 1920х1200 წერტილია. პლანშეტს 4 ბირთვიანი პროცესორი Intel Atom x7 უყენია, გრაფიკული ადაპტერით Intel HD Graphics Gen. 8-LP. ოპერატიული მეხსიერება 2 გიგაბაიტს შეადგენს, ხოლო ფლეშ მეხსიერება 32 ან 64 გიგაბაიტს. ასევე გათვალისწინებული microSD სლოტი დამატებითი მეხსიერებისთვის 128 გიგაბაიტამდე.1441267226_acer_predator-005 რა თქმა უნდა აქვს Bluetooth და Wi-Fi 802.11a/b/g/n 2×2 MIMO. ტაბლეტს ორი კამერა აქვს 5 და 2 მეგაპიქსელიანი. ის მუშაობს Android 5.1 Lollipop-ზე. აპარატის სისქე 8.7 მილიმეტრია. წონა კი 350 გრამი. ტაბლეტის კუთხეებში განლაგებულია 4 ფრონტალური დინამიკი, რომელიც ხარისხიან ჟღერადობას უზრუნველჰყოფს (Dolby Audio Predator Quadio Speakers). 1441267250_acer_predator-002Predator TacSense სისტემა უზრუნველჰყოფს ვიბრირებას თამაშების დროს, როგორც ეს სათამაშო ჯოისტიკებში გვხვდება. როგორც მწარმოებელი აცხადებს ტაბლეტის მუშაობის ხანგრძლივობა 8.5 საათია. ის გაყიდვაში ევროპაში ოქტომბერში გამოვა და მისი ფასი 350 ევრო იქნება.1441267302_acer_predator-004Acer Predator 6 ასევე იგივე “გეიმერულ” დიზაინშია შესრულებული. ისევე როგორც ტაბლეტს, მასაც გააჩნია სპეციფიკური ვიბრირება თამაშის დროს. ისიც იგივენაირი ხარისხის 4 დინამიკითაა აღჭურვილი და მაქსიმალურად ხარისხიან ჟღერადობას გადმოსცემს. 1441267273_acer_predator-013სმარტფონის ეკრანის ზომა 6 ინჩია, გარჩევადობა კი 1280×720 წერტილი. ის მუშაობს 10-ბირთვიან MediaTek-ის ჩიპზე. ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბაიტს შეადგენს, კამერა კი 21 მეგაპიქსელიანია. ამაზე მეტი ინფორმაცია მწარმოებელს სმარტფონზე ჯერ არ წარმოუდგენია.1441267238_acer_predator-012

სიახლეებისმარტფონები

IFA 2015: პირველი სმარტფონი გერმანული კომპანია GIGASET-ისგან

3 სექტემბერი 2015

me-1.jpg

გერმანული კომპანია Gigaset, რომელიც დაფუძნებულია 2005 წელს კონცერნ Siemens AG-ს მიერ, ცნობილი იყო პირველ რიგში სტაციონარული ტელეფონების გამოშვებით. თუმცა IFA 2015-ზე კომპანიამ გადაწყვიტა წარმოედგინა სხვა ტიპის პროდუქტი და კერძოდ სმარტფონები.ბერლინში Gigaset-მა ერთბაშად სამი მოდელი წარმოადგინა, ესენია: ფლაგმანური ME და ME Pro და საშუალო კლასის ME Pure.Gigaset ME

Gigaset ME

დავიწყოთ ძირითადი მოდელის აღწერით. Gigaset ME აღჭურვილია 5 ინჩიანი ეკრანით, რომელიც შესრულებულია In-Cell ტექნოლოგიით, რომლის გარჩევადობა 1920 × 1080 წერტილია (443 ppi) და ასევე ეკრანი გვერდებზე დაცულია 2.5D-შუშით. სმარტფონის ბირთვს წარმოადგენს 8 ბირთვიანი Qualcomm Snapdragon 810. ოპერატიული მეხსიერების ოდენობა 3 გიგაბაიტს შეადგენს, ხოლო შიდა მეხსიერება 32 გიგაბაიტია. ასევე შესაძლებელია microSD ბარათის მეშვეობით მეხსიერების გაზრდა. სხვა მახასიათებლებიდან შეგვიძლია აღვნიშნოთ 16-მეგაპიქსელიანი კამერა Sony IMX230 დიაფრაგმით f/2.0 გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციით. ფრონტალური კამერა 8 მეგაპიქსელიანია. ასევე სმარტფონს თითის ანაბეჭდის სკანერი აქვს, ინფრაწითელი პორტი და გულის ცემის საზომი სენსორი, გარდა ამისა აპარატს ულტრაიისფერი სენსორიც დაუყენეს. კომუნიკაციებიდან აქვს Wi-Fi, LTE Cat.6 ( 300 მბიტ/წმ) და Bluetooth მოდულები. ელემენტის სიმძლავრე 3000 მილიამპერსაათია. Gigaset ME-ს სისქე 7,7 მილიმეტრია, ხოლო წონა 160 გრამი.

Gigaset ME

Gigaset ME

Gigaset ME Pro-ს მონაცემები ძირითადში ემთხვევა Gigaset ME მოდელისას. განსხვავება ის არის, რომ ეკრანის ზომა Pro ვერსიაში 5.5 ინჩია და ძირითადი კამერა 20 მეგაპიქსელიანია. ასევე ელემენტის სიმძლავრე გაიზარდა და 4000 მილიამპერს შეადგენს. მიუხედავად ამისა აპარატის სისქე არ გაზრდილა და ისევ 7.7 მილიმეტრია, ხოლო წონა გაიზარდა და 195 გრამს შეადგენს.

Gigaset ME Pro

Gigaset ME Pro

ყველაზე უმცროსი ამ სერიიდან გახლავთ Gigaset ME Pure. ის აწყობილია ერთკრისტალურ სისტემაზე Qualcomm Snapdragon 615, ოპერატიული მეხსიერება აქ 2 გიგაბაიტია, ხოლო ფლეშ მეხსიერება 16 გიგაბაიტი. ძირითადი კამერა 13 მეგაპიქსელიანია, რომელსაც არ აქვს გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, ხოლო ფრონტალური კამერა 8 მეგაპიქსელიანია. უკაბელო ქსელებიდან ხელმისაწვდომია Wi-Fi, Bluetooth 4.1 და LTE (150 მეგაბიტ/წმ-მდე). თითისანაბეჭდის სკანერიც ამოღებულია ამ ვერსიაში. Gigaset ME Pure-ის ელემენტის სიმძლავრე 3320 მილიამპერია, კორპუსის სისქე 7,8 მმ, ხოლო წონა 140 გრამი.

Gigaset ME Pure

Gigaset ME Pure

პრეზენტაციის დროს კიდევ აღინიშნა სმარტფონებში არსებული ხარისხიანი ჟღერადობა, USB Type-C პორტი და ორი nano-SIM სლოტი. გაყიდვაში აპარატები შემოდგომაზე გამოვლენ. Gigaset ME Pure-ის ფასი 349 ევრო იქნება, Gigaset ME-ს ფასი 469 ევრო, ხოლო Gigaset ME Pro-ს შეძენას 549 ევროდ შეძლებთ.

სიახლეებისმარტფონები

IFA 2015: Lenovo-მ წარმოადგინა სმარტფონი Vibe S1 ორი სელფი კამერით

3 სექტემბერი 2015

VIBE-S1-02_2425_1190.jpg

კომპანია Lenovo-მ ბერლინში IFA 2015-ის მოახლოებულ გამოფენაზე წარმოადგინა საკუთარი ახალი სმარტფონი Vibe S1, რომელიც საშუალო კლასის სმარტფონს განეკუთვნება. იგი აღჭურვილია 5 ინჩიანი IPS ეკრანით, რომლის გაფართოება 1920 × 1080 წერტილია (432 ppi), რომელიც შესრულებულია ტექნოლოგიით OGS (One Glass Solution). vibe-s1-whiteსმარტფონი აგებულია 64 ბიტიან ჩიპსეტზე MediaTek MT6752 რომელსაც 8 ბირთვი აქვს 1,7 გიგაჰერცი ტაქტური სიხშირით ARM Cortex-A53. მახასიათებლებიდან ასევე შეგვიძლია აღვნიშნოთ 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება LPDDR3 და 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება, რომლის გაზრდა microSD ბარათის მეშვეობით შეიძლება. უკაბელო ადაპტერებიდან ხელმისაწვდომია Bluetooth 4.0+ A2DP, Wi-Fi 802.11a/b/g/n + Wi-Fi Direct, ასევე GPS (A-GPS)/ ГЛОНАСС. sm.vibe-s1-blue.800microSD ბარათის ნაცვლად, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მეორე SIM ბარათი გამოიყენოთ რადგან ეს სლოტი სმარტფონში უნივერსალურია. სმარტფონს აქვს LTE Cat. 4 ქსელის მხარდაჭერა, რომლის მაქსიმალური გადაცემის სიჩქარე 150 მეგაბიტი წამშია. Vibe S1 აღჭურვეს 13 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 8 და 2 მეგაპიქსელიანი ორმაგი კამერით წინა მხარეს. sm.lenovo-vibe-s1.800წინა მხარეს მეორე კამერა განკუთვნილია სელფი სურათების დროს დამატებითი ეფექტების შესაქმნელად როგორიცაა მაგალითად ბოკე ეფექტი. სმარტფონის ელემენტის სიმძლავრე 2420 მილიამპერსაათია, მისი გაბარიტები კი შემდეგნაირია 143 × 71 × 7,7 მმ, წონა კი 131 გრამი. აპარატი მუშაობს Android 5.0.2 Jelly Bean ვერსიაზე სპეციალური პროგრამული გარსით Vibe UI.lead-26

სიახლეებისმარტფონები

პრეზენტაციამდე რამოდენიმე საათით ადრე Sony Xperia Z5-ის სურათები გამოჩნდა ქსელში

2 სექტემბერი 2015

xperia_z5_z5c_press_09.jpg

დღეს კომპანია Sony  სამ ახალ სმარტფონს წარმოადგენს სერიიდან Sony Xperia Z5. ამ ფლაგმანი სმარტფონის გარდა წარმოდგენილი იქნება უფრო კომპაქტური ვერსიაც Z5 Compact და პრემიალური მოდელი Z5 Premium, რომელსაც წინასწარი ცნობით 4K გარჩევადობის ეკრანი ექნება. დღეს ქსელში გამოჩნდა ხსენებული სმარტფონების ხარისხიანი ფოტოები, სადაც ჩანს რომ სმარტფონები ერთმანეთისგან განსხვავდებიან დამზადებული მატერიალით. Линейка Sony Xperia Z5 засветилась на фотографияхმაგალითად, Z5 და Z5 compact შესრულებულია შუშისა და პლასტიკისგან, მაშინ როცა კლასიკური შუშის ზედაპირი მხოლოდ Z5 Premium-ს აქვს. როგორც სურათში ვხედავთ, USB პორტებმა ქვედა ნაწილში გადაინაცვლა, ხოლო კამერის ადგილი არ შეცვლილა.Линейка Sony Xperia Z5 засветилась на фотографияхდადასტურდა ინფორმაცია ჩართვის ღილაკის რედიზაინის შესახებ. ამიერიდან მასში ჩაშენებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. უფრო ქვემოთ განთავსდა ხმის რეგულირების ღილაკები და კამერის ჩართვის ფიზიკური ღილაკი.Линейка Sony Xperia Z5 засветилась на фотографияхმოპირდაპირე მხარეს ამოტვიფრულია Xperia-ს ლოგოტიპი, ზედა ნაწილში კი შევამჩნევთ ჩამკეტს რომელშიც SIM ბარათის სლოტია ჩამალული.
Линейка Sony Xperia Z5 засветилась на фотографияхსრულ დეტალებს სმარტფონის შესახებ დღეს გავიგებთ, როდესაც სმარტფონების ოფიციალური პრეზენტაცია მოხდება IFA 2015-ზე.Линейка Sony Xperia Z5 засветилась на фотографиях