სიახლეები

ფასი ხარისხით მისაღები 5 ლეპტოპი

1 აგვისტო 2017

best_cheap_laptops_thumb800.jpg

ASUS X556UBasus x556

ფასი: 700-800$

ASUS X556UB-ს აქვს ორი პლუსი: არც ისე “ხარბი” პროცესორი აქვს, რომელიც ელემენტს დაგიცლით მალე და მეორე აქვს ვიდეოკარტა, რომელიც მართალია დაბალი დონისაა მაგრამ მაინც. ეს ტანდემი საშუალებას მოგცემთ ითამაშოთ ისეთი თამაშები, როგორიაა World of Tanks და Dota 2. ეკრანის გარჩევადობა 1366х768 პიქსელია. ამ ლეპტოპს აქვს 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 1 ტერაბაიტიანი ვინჩესტერი. წონა 2.3 კილოგრამია, რაც პრინციპშ ნორმალურია.

Acer Aspire E5-575G-55J7acer aspire

ფასი: 600-700$

დაახლოებით იგივე ფასად რაც ასუსი შეგიძ₾იათ შეიძინოთ უფრო საინტერესო ლეპტოპი Acer-ისგან. დავიწყოთ მინუსებით, ეს მოდელი ცოტა უფრო მძიმე და მსხვილია ასუსთან შედარებით, რაც მის გადაადგილებას არ მოგანდომებთ.სამაგიეროდ Acer Aspire E5-ს აქვს FullHD დისფლეი 1920х1080 პიქსელით, რაც გამოსახულებას მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს. ამ ლეპტოპს ვიდეოკარტაც უფრო უკეთესი აქვს NVIDIA GeForce GTX 950M და პროცესორიც Intel Core i5-7200U. ოპერატიული და მყარი დისკის მოცულობა იგივეა.

Lenovo IdeaPad 310 15Lenovo IdeaPad 310

ფასი: 650-700$

ეს კი უფრო თხელი და უფრო მსუბუქი Lenovo IdeaPad 310 15-ია. მიუხედავად ამისა მასაც გააჩნია 15,6-ინჩიანი ეკრანი გარჩევადობით 1366х768 წერტილი. მყარი დისკი აქ 500 გიგაბაიტიანია, ოპერატიული მეხსიერება კი 4 გიგაბაიტი. რაც შეეხება ვიდეო კარტას ის NVIDIA GeForce 920MX გახლავთ. პროცესორი კი თანამედროვეა Intel Core i7-7500U.

HP Pavilion 15HP Pavilion 15

ფასი: 450-550$

ამ ლეპტოპს ჰიბრიდული მყარი დისკი აქვს, ანუ ხშირ შემთხვევაში გახსნილი ფაილები ქეშირებული იქნება SSD დისკზე და უფრო სწრაფად ჩაიტვირთებიან. პროცესორი ბოლო თაობის არის და გახლავთ Intel Core i3 7100U. ხსენებული პროცესორი ვიდეობარათთან NVIDIA GeForce 940MX ასე თუ ისე მაინც მოგცემთ თამაშის საშულებას. ლეპტოპის წონა 2 კილოგრამია, ზემოთ აღწერილ ლეპტოპებთან შედარების ამას შედარებით სუსტი Wi-Fi მოდული აქვს.

Dell Inspiron 5567DELL INSPIRON 5567

ფასი: 500-600$

ყველაზე საინტერესო მოდელი ამ 5 ლეპტოპს შორის ეს არის. თუნდაც იმიტომ, რომ SSD მყარ დისკზეა აწყობილი, რაც ბევრად უფრო ასწრაფებს მას მუშაობის პროცესში. მართალია მისი ზომა სულ რაღაც 256 გიგაბაიტია, მაგრამ როგორც ვიცით კარგი და ხარისხიანი ყველაფერი ძვირი ღირს. ვიდეო კარტა ამ ლეპტოპში AMD Radeon R7 M445, ვერ დავარქმევთ მას მძლავრს მაგრამ არაფერს ჯობია. რაც გვახარებს ასევე 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებაა. და ბოლოს, პროცესორი Intel Core i5-7200U რომელიც ასევე უპრობლემოა. და ბოლოს ეკრანის გარჩევადობა, რომელიც FullHD-ა ასევე მეტად გვახარებს.

Appleსიახლეები

რა წარმოადგინა Apple-მა პრეზენტაციაზე?

6 ივნისი 2017

wwdc-960x540.jpg

ტრადიციულად ზაფხულის დასაწყისში კომპანია Apple თავის ღონისძიებას მართავს სახელად Apple WWDC (Worldwide Developers Conference), რომელიც ძირითადად დეველოპერებისთვის არის განკუთვნილი და ბევრი დეტალი უმეტოსობისთვის გაუგაბარი და მოსაწყენია. გარდა ამისა Apple-მა წარმოადგინა ახალი ოპერაციული სისტემები და რამოდენიმე მოწყობილობა. დავიწყოთ ყველაზე საინტერესოთი.

HomePod

Google Home-ისა და Amazon Alexa-ს მერე, ბაზარზე კიდევ ერთი მსგავსი მოწყობილობა გამოდის, უკვე Apple-ის სერვისების მხარდაჭერით. ეს გახლავთ აუდიო თვალსაზრისით საკმაოდ მძლავრი მოწყობილობა, რომელსაც ერთი ძლიერი ვუფერი და 6 მიკროფონი აქვს. მას შეუძლია ხმის ავტომატური ამოცნობა და ეკვალიზაცია.

homepod

მოწყობილობა შავ და თეთრ ფერებში გამოვა და შესაძლოა მომავალში წითელ ფერშიც გამოვიდეს.HomePod-ის მეშვეობით შესაძლებელი იქნება 40 კვადრატული მეტრის ფართის გახმოვანება. მას Siri-ს ბრძანებების მხარდაჭერა ექნება.

homepod-siri

Homepod-ის მეშვეობით შეძლებთ მუსიკის მართვას, ამინდის გაგებას, საცობების შესახებ ინფორმაციის მოსმენას. ასევე, სახლის ტექნიკის მართვას და სხვა. მოწყობილობის ფასი $349 დოლარი იქნება და ის დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი თავდაპირველად მხოლოდ აშშ-ში, ინგლისსა და ავსტრალიაში.

iMac Pro

iMac Pro – ვიზუალურად გვაგონებს iMac-ს, თუმცა როგორც აღმოჩნდა შიგნით სქემა შეცვლილია. მას ორი მძლავრი ქულერი უყენია და სპეციალურად შემუშავებული დედაპლატა, რომელზეც აყენია Intel Xeon-ის პროცესორი (18 ბირთვამდე). გრაფიკულ პროცესორად გამოყენებულია Radeon Pro Vega.

imac pro

ის მუშაობს SSD-მეხსიერებაზე, რომლის მოცულობა 4 ტერაბაიტამდეა. სადემონსტრაციო მოდელზე მიერთებული იყო ორი 5K გარჩევადობის მონიტორი და ორიც RAID მასივისთვის.

imac pro

ასევე აქვს ethernet პორტი და ყველა სხვა აუცილებელი მისაერთებლები. მოკლედ ეს გახლავთ მძლავრი მანქანა პროცეფიონალებისთვის და მდიდარი ბლოგერებისთვის. iMac Pro-ს ფასი 5000$ დან დაიწყება.

iOS 11

კომპანია Apple-მა iOS-ის ახალ ვერსიაში მომხმარებელთა გამოცდილება გაიზიარა, რომლებიც iOS10-ს იყენებდნენ. სიახლეებისგან აღნიშვნის ღირსია iMessage, რომელსაც macOS-ისა და iOS მოწყობილობების სრულისინქრონიზირება შეუძლია.

ios 11

ბლოკირების ეკრანის ინტერფეისი და მართვის პანელი დაიხვეწა.სტიკერების პანელზე გამოჩნდა გადახდის სისტემა Apple Pay, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შორის ტრანზაქციების შესრულებაა შესაძლებელი.

ios 11

iPhone-ისა და iPad-ის მიერ გადაღებული სურათების ზომა განახევრდება ახალი შეკუმშვის ფორმატის წყალობით. სურათები უფრო ხარისხიანი გახდება პროგრამული სტაბილიზირების დახვეწის გზით. ასევე გაუმჯობესდა HDR და განათების ხარისხი.

ios 11

ასევე გაჩნდა H.265 კოდეკის მხარდაჭერა, რომელიც საჭიროა 4K ვიდეო ფაილების აღწარმოებისთვის. HomeKit აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია მუსიკის ტრანსლირება სხვა მწარმოებლების მიერ გამოშებულ უკაბელო დინამიკებზე.

iOS-11-Beta-Compatible-Devices

ოპერაციული სისტემა ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით ოქტომბრის თვიდან.

 

სიახლეებისმარტფონები

სმარტფონი Android-ის შემქმნელისგან

30 მაისი 2017

essential_phone1.@750-e1496167280391.jpg

Essential smartphone from Andy Rubin

დიდი ხანია დადის ჭორები იმის თაობაზე, რომ ოპერაციული სისტემა ანდროიდ-ის შემქმნელი ენდი რუბინი საკუთარ კომპანაში Essential მუშაობს ახალ საინტერესო სმარტფონზე.andy rubin

ჭორები არაერთხელ დადასტურდა რუბინის ტვიტერის გვერდის მეშვეობით და აი გუშინ წარმოდგენილ იქნა ახალი სმარტფონი კომპანიის ვებგვერდზე.essential_phone1.@750

პირველი რაც თვალში გვხვდება არის ეკრანის გარშემო ჩარჩოს მინიმალური ზომა. გარდ ამისა წინა კამერა თითქოს შეჭრილია ეკრანში. სამწუხაროდ სმარტფონის ქვედა ნაწილი არ არის ისეთივენაირად შევსებული ეკრანით როგორც ზედა.

essential_phone2.@750

სმარტფონის უკანა მხარეს განლაგებულია თითისანაბეჭდის სკანერი, ორმაგი კამერა და მაგნიტური კონეკტორი ქსესუარების მისაერთებლად.

essential_phone3.@750

კორპუსი გაკეთებულია ტიტანისა და კერამიკისგან. საინტერესოა, რომ სმარტფონზე არ არის არანაირი მინიშნება კომპანიის მწარმოებლის და სმარტფონის მოდელის შესახებ.

სმარტფონის შიგნით ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად იღწვის პროცესორი Snapdragon 835, რომელსაც მხარს უბამს 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება.

მონაცემების შესანახად სმარტფონში გათალისწინებულია 128 გიგაბაიტი. ეკრანის ზომა 5.71 ინჩია, ხოლო გარჩევადობა 2560 x 1312 წერტილი. სმარტფონის დისფლეი დაცულია Gorilla Glass 5-ით.

essential_phone4.@750

ხსენებული ძირითადი ორმაგი კამერა მუშაობს იმავე პრინციპით, როგორც Huawei P9-ის კამერა. ის იღებს ფერად და შავ-თეთრ სურათს მომატებული დეტალიზაციით, რის შემდეგადაც აერთიანებს გადაღებულ სურათებს. 8 მეგაპიქსელიან წინა კამერას შეუძლია ვიდეოს გადაღება 4K ფორმატით.

მოწყობილობის ელემენტის მოცულობა 3040 მილიამპერია. ასევე ის აღჭურვილია USB Type-C პორტით, ხოლო 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი გაუქმებულია, თუმცა სმარტფონს გადამყვანი მოყვება ყითშივე. აპარატი მუშაობს Android 7.1.1 Nougat-ზე.

რაც შეეხება ხსენებულ მაგნიტურ კონექტორს, როგორც ზემოთ ითქვა ის გათვლილია სხვადასხვა აქსესუარების მისაერთებლად.

essential

პირველ რიგში ასეთი აქსესუარი გახლავთ 360 გრადუსიანი კამერა, რომელსაც შეუძლია UHD ფორმატით გადაღება 30 FPS-ში. კომპანია აპირებს უფრო მეტი აქსესუარების გამოშვებას.

ჯერჯერობით უცნობია გაყიდვების დაწყების თარიღი, თუმცა წინასწარი შეკვეთის განხორციელება უკვე შესაძლებელია. სმარტოფონის ფასი 699 დოლარია. 50 დოლარად შეგიძ₾იათ 360 გრადუსიანი კამერის შეძენა, რომელიც მომავალში 200 დოლარი ეღირება.

სმარტფონი გამოვა რამოდენიმე ფერში, ესენია: Black Moon, Stellar Grey, Pure White და Ocean Depths.

სიახლეები

ქალაქ დუბაიში რობოტი პოლიციელები იმუშავებენ

24 მაისი 2017

robot-rim-r0RF_sm-e1495608390717.jpg

გაერთიანებული არაბეთის საემიროების უდიდესი ქალაქი დუბაი, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ და განვითარებულ ქალაქად მსოფლიოში. ასევე ის წარმოდგენს XXI საუკუნის უდიდეს მეგაპოლისს ტენოლოგების დანერგვის მხრივ.

ერთ-ერთ ბოლო ტექნოლოგიურ სიახლეს, რომელიც ქალაქში დაინერგება გახლავთ პოლიციელი რობოტი, რომელიც თავის საქმეს უკვე ამ კვირაში შეუდგება.

ეს გახლავთ ადამიანის მაგვარი რობოტი სახელად რომი, რომელიც შეიმუშავა ესპანურმა კომპანია PAL Robotics-მა 2011 წელს. რომის ადაპტაცია პოლიციის პროფესიაზე მოხდა დუბაის პოლიციის წარმომადგენლებისა და PAL Robotics-ის ინჟინრებთან ერთად. სამუშაოს დასრულება 2016 წელს მოხდა.

CNN-თან ინტერვიუში დუბაის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ მანამ სანამ რობოტები ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დაიწყებენ მუშაობას ისინი სტაჟირებას გაივლიან სავაჭრო ცენტრებში და ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილებში.

რობოკოპებს დაევალებათ ჯარიმების გამოწერა, დანაშაულების რეგისტრაცია და მოქალაქეებისგან განსცადებების მიღება. 2030 წლისთვის დუბაის პოლიცია ვარაუდობს რობოკოპების რიცხვის გაზრდას პოლიციელების რაოდენობის 25 პროცენტამდე.

 

AndroidGoogleსიახლეები

Google-მა შესაძლოა აკრძალოს და-ROOT-ვა

21 მაისი 2017

Root-android-phone-without-computer-e1495351146303.jpg

დარუთული გაქვთ სმარტფონი?

Android-ის ოპერაციული სისტემა ყოველთვის იყო განთქმული ქასტომიზირების შესაძლებლობით, ანუ მომხმარებელს თავად შეეძლო ოპერაციული სისტემა მოერგო საკუთარი სმარტფონისთვის ისე როგორც მას სურდა.

ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ირჩევენ ხოლმე მომხმარებლები სმარტფონს Android-ის სისტემაზე.

ბევრც ვერც კი წარმოუდგენია ანდროიდ სმარტფონის გამოყენება super-user-ის შესაძლებლობის გარეშე. მიუხედავად ამისა, ბოლო ხანებში კომპანია გუგლს სხვადასხვა შეზღუდვები შემოაქვს ამ მიმართულებით.

android pay

მაგალითად თქვენ ვერ გამოიყენებთ უკონტაქტო გადახდის ისეთ სისტემას როგორიცაა Android Pay თუ თქვენი სმარტფონი დარუთულია.

netflix

ასევე ბოლო ხანებში მომხმარებლები ჩივიან, რომ ვერ აყენებენ Netflix-ის აპლიკაციას Google Play-დან. ბევრი ვარაუდობდა, რომ ეს დაკავშირებული იყო Netflix-ის მიერ შემოღებული დაცვის საშუალებიდან Widevine DRM რომელიც ასევე გუგლს ეკუთვნის.

devine drm

თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს ასე არ გახლავთ და შესაძლოა ბევრი სხვა აპლიკაციის გადმოქაჩვა გახდეს შეზღუდული Netflix-ისნაირად.

Widevine_Logo

ინტერნეტ გამოცემა Android Police-მა აღმოაჩინა ახალი ფუნქცია, რომელიც Google Play-ს დაემატა და რომლის მეშვეობითაც დეველოპერებს ეძლევთ საშუალება Google Play-ში აპლიკაციის განთავსებისას მიუთითონ, იქნება თუ არა ის ხელმისაწვდომი დარუთულ სისტემებზე.

safetynet

ამ ახალი შეზღუდვის სახელია “SafetyNet”, რომელიც არ მისცემს მომხმარებელს დააინსტალიროს აპლიკაცია თუ მან შესაბამისი გუგლის სერთიფიცირება არ გაიარა.

safetynet

ამ შეზღუდვის ქვეშ ხვდება არა მხოლოდ დარუთული სმარტფონები არამედ ისინიც, რომელზეც Custom Rom აყენია.

Googleსიახლეები

Google Fuchsia ახალი ოპერაციული სისტემა Google-სგან

10 მაისი 2017

fuschia-e1494419447789.jpg

Google Fuchsia.

პირველად ამ ოპერაციული სისტემის შესახებ ინფორმაცია შარშან აგვისტოს თვეში გავრცელდა. ეს კომპანია გუგლის ახალი პროდუქტია, რომელიც Linux-ზე არაა აწყობილი, როგორც მისი სხვა ოპერაციული სისტემები Chrome OS და Android.

Fuchsia მუშაობს პროპრიეტარულ ბირთვზე Magenta-ზე. პროექტის დოკუმენტაციაში წერია, რომ ბირთვი შექმნილია თანამედროვე სმარტფონებისთვის და პერსონალური კომპიუტერებისთვის სწრაფი პროცესორებით, არატრივიალური ოპერატიული მეხსიერებითა და პერიფერიით, რომელიც გამოთვლებს აწარმოებს.

აქამდე სისტემას, მხოლოდ command line ჰქონდა, ახლა კი Google-მა მას გრაფიკული გარსიც დაუმატა.

Fuchsia-ს მთელი პროგრამული მხარე და სისტემური ინტერფეისი დაწერილია პროგრამირების საკუთარ ენა Dart-ზე Google Flutter SDK-ს მეშვეობით, რომელიც თავიდან იქმნებოდა ქროსპლატფორმული აპლიკაციებისთვის iOS-ისა და Android-ისთვის. 

სისტემის გრაფიკული ინტერფეისი კოდური სახელწოდებაა Armadillo. Ars Technica-ს დააკომპელირა საწყისი კოდი Android SDK-ში და შეხედა მის გაფორმებას.

აღმოჩნდა, რომ მთავარი ეკრანი შესრულებულია ვერტიკალური სიის ფორმითა და ავატარით, დროისა და ელემენტის ინდიკატორებით შუაში.

პროფილის გამოსახულებაზე დაჭერით გამოდის სწრაფი ოფციების მენიუ, flight mode  და სხვა პარამეტრები. შეგიძლიათ დაათვალიეროთ სურათები

Fuchsia OS იმყოფება დამუშავების რეჟიმში, ამიტომ შესაძლოა ყველა დეტალი შეიცვალოს. ასევე უცნობია რა გამოყენება ექნება აღნიშნულ ოპერაციულ სისტემას მომავალში.

AndroidGoogleსიახლეებისმარტფონები

Google-მა ახალი Nexus წარადგინა

1 აპრილი 2017

GOOGLE-MI-NEXUS-960x480.jpg

Google Mi Nexus

უძვირესი Google Pixel-ის გამოსვლის შემდეგ ყველას ეგონა, რომ Nexus-ის ერა დასრულდა, თუმცა ნურას უკაცრავად. სრულიად მოულოდნელად დღეს გუგლმა მორიგი Nexus-ი წარადგინა.

AndroidAppleSamsungსიახლეებისმარტფონები

2017 წლის საუკეთესო სმარტფონები

31 მარტი 2017

top-5-e1491934399956.jpg

გაზაფხულის ფლაგმანების მარათონი

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 2017 წელს დაანონსებულ ფლაგმანურ სმარტფონებს. მართალია ზოგიერთი მათგანი ერთი თვის წინ მობილურების მსოფლიო კონგრესზე ბარსელონაში იქნა წარმოდგენილი.

Googleსიახლეები

Google Store-დან ყიდვა უკვე შესაძლებელია

16 მარტი 2017

gstore-e1491934438353-1.png

ორი წლის წინ 2015 წლის მარტში კომპანია Google-მა თავისი საფირმო ონლაინ მაღაზია Google Store გახსნა, სადაც საკუთარი და პარტნიორი კომპანიების წარმოების პროდუქცია და აქსესუარები იყიდებოდა.

სიახლეებისმარტფონები

Blackberry KeyOne – სმარტფონი ლეგენდარული კომპანიისგან

14 მარტი 2017

blackberry_keyone_1-960x536.jpg

ყველაზე დაცული სმარტფონი ?!

MWC 2017 საკმაოდ მრავალფეროვანი და საინეტერესო გამოდგა, გავეცანით არაერთი ცნობილი ბრენდის ფლაგმანს, მათ შორის Blackberry Keyone-ს, რომელიც კომპანია Blackberry-სა და TCL-ის ერთობლივი ნამუშევარია.

სიახლეები

ჩინეთში 5G ქსელის ტესტირება აქტიურ ფაზაში გადადის

6 მარტი 2017

5g-1-e1491934750420.jpg
ჩინეთის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მრეწველობის სამინისტრომ (Ministry of Industry and Information Technology, MIIT) განაცხადა, რომ ქვეყანაში მეხუთე თაობის მობილური ქსელის(5G) ტესტირებისთვის საჭირო უდიდესი ზონა შექმნეს.
სიახლეებისმარტფონები

Nokia 3310 და კიდევ 3 ახალი სმარტფონი Nokia-სგან

27 თებერვალი 2017

nokia-3310-008-960x615.jpg

კომპანია Nokia-მ ოთხი ახალი პროდუქტი წარმოდგინა, ესენია: Nokia 6, Nokia 5, Nokia 3 და Nokia 3310. ყველაზე დიდ ყურადღებას იწვევს 3310 მოდელი, მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრობით.

სიახლეები

პირველი მფრინავი ავტომობილები დუბაიში გამოჩნდება

13 თებერვალი 2017

KT10510212-960x467.jpg
სამთავრობო სამიტის მიმდინარეობის დროს, დუბაის გზებისა და ტრანსპორტის მართვის უწყებამ წარმოადგინა ავტონომიური მფრინავი ავტომობილი, რომელიც ჩინურმა კომპანია Ehang-მა შექმნა.
AppleGoogleსიახლეები

App Store vs Google Play

16 იანვარი 2017

app-store-website-960x704.jpg

ანალიტიკურმა კომპანია Sensor Tower-მა გამოაქვეყნა 2016 წლის ანგარიში Google Play-სა და App Store-ის შემოსავლებზე, რომელიც მათ მიიღეს სხვადასხვა აპლიკაციების გაყიდვისაგან. საიდუმლო არაა, რომ ანდროიდისთვის აპლიკაციების რაოდენობა ბევრად მეტია, თუმცა შემოსავალი iOS-ისგან ჭარბობს.

სიახლეებისმარტფონები

ახალი Nokia 6 წარმოადგინეს

8 იანვარი 2017

nokia6-960x791.jpg

კომპანია HMD-მ პირველი საკუთარი სმარტფონი წარმოადგინა Nokia-ს ბრენდის ქვეშ ნომრით 6. როგორც დაანონსდა სმარტფონი მხოლოდ ჩინეთში გაიყიდება ონლაინ მაღაზიაში JD.com

AndroidGoogleSamsungსიახლეებისმარტფონები

როდის გამოვა Android Nougat თქვენი სმარტფონისთვის?!

21 დეკემბერი 2016

android-7.0-960x540.jpg

Android Nougat-ს პირველი ბეტა ვერსია 9 მარტს გამოვიდა. ფინალურ სტადიამდე Android 7.0-მა მიაღწია 22 აგვისტოს. 4 თვის მერე კი გამოჩნდა Android 7.1. უნდა შევაქოთ გუგლი კარგი მუშაობისთვის.

Appleსიახლეები

როგორც აღმოჩნდა Apple Airpods არ ექვემდებარება რემონტს

21 დეკემბერი 2016

airpods-main.jpg

სახალხოდ ცნობილი ტექნიკის სახელოსნო iFixit განაგრძობს უახლესი ტექნიკის შეფასებას და იმის გარკვევას რამდენად ექვემდებარება პროდუქტი გაფუჭების შემთხვევაში რემონტს.

სიახლეები

Amazon Go: მომავლის სუპერმარკეტის კონცეფცია

8 დეკემბერი 2016

Amazon-Go-TA-960x720.jpg

კომპანია Amazon-მა მომავლის სუპერმარკეტის კონცეფცია წარმოადგინა. რომელიც თავიდან ბოლომდე მოლარეების, საკასო აპარატების და რიგების გარეშე იქნება.

AppleSamsungსიახლეები

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ გაამართლა Samsung-ი დავაში Apple-ის წინააღმდეგ

8 დეკემბერი 2016

apple-vs-samsung-court-011-710x532.jpg

აშშ-ს უზენაესმა სასამართლო Samsung-ის მხარეზე დადგა დავაში Apple-თან, iPhone-ის დიზაინის კოპირებასთან დაკავშირებით. პირველად 100 წლის განმავლობაში აშშ-ს უზენაესი სასამართლო აფასებდა, თუ რამდენად ძვირი შეიძლება ღირდეს პატენტის დარღვევა, რომელიც მოწყობილობის დიზაინს ეხება.

სიახლეები

რამდენად სწრაფია 4G/LTE საქართველოში?!

14 ნოემბერი 2016

speed-test-580e7a2b5f9b58564ce47143-e1487435234726.png

საქართველოში 4G ქსელი თითქოს საკმაოდ კარგად მუშაობს, ყველა მობილური ოპერატორი სთავაზობს მეოთხე თაობის ინტერნეტს საკუთარ აბონენტებს. მოდით შევადაროთ მსოფლიოს მასშტაბით რამდენად კარგი ინტერნეტი გვაქვს.

სიახლეები

რა არის LI-FI ტექნოლოგია?

20 ოქტომბერი 2016

li-fi-photonics-960x540.jpg

ტექნოლოგია სახელად Li-Fi, რომლის განვითარებაზეც მეცნიერები უკვე 5 წელია მუშაობენ შესაძლოა გავრცელებული უკაბელო ქსელის Wi-Fi-ის ალტერნატივა გახდეს.

სიახლეები

როგორი ელემენტი აქვს Google Pixel-ს?!

17 ოქტომბერი 2016

google-pixel-battery-review-300x250.png

სმარტფონის არჩევისას ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი მახასიათებელი გახლავთ სმატფონის ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა.

Googleსიახლეებისმარტფონები

რა უნდა ვიცოდეთ Google-ის ახალი სმარტფონების შესახებ

5 ოქტომბერი 2016

Google-Pixel-Carphone-scree-970-80.jpg

ყველა ჭორი, რომელიც აქამდე ინტერნეტში Pixel-თან დაკავშირებით ვრცელდებოდა გამართლდა. დავიწყოთ იქედან, რომ Google-მა საბოლოოდ უარი თქვა საკუთარი ბრენდის Nexus-ის განვითარებაზე და ასევე ხელმისაწვდომ ფასად თავისი სმარტფონების გაყიდვაზე.

სიახლეები

ჩინელებმა ახალი ტიპის ავტობუსი გამოსცადეს

3 აგვისტო 2016

1470208820_teb_transit_elevated_bus_land_airbus_01.jpg

6 წლის წინ, ჩინეთში ახალი ფორმატის ავტობუსი გამოიგონეს, მისი კონსტრუქცია საშუალებას აძლევს მსუბუქ ავტომობილებს მის ქვეშ გაიარონ ისე, რომ ავტობუსს მოძრაობაში ხელი არ შეუშალონ.

Appleსიახლეები

10 მთავარი სიახლე რაც iOS 10-ში იქნება

16 ივნისი 2016

ios-10-nimblechapps.png

Apple-მა დაასრულა საკუთარი პროდუქციის პრეზენტაცია WWDC 2016-ზე, როგორც მოსალოდნელი იყო განახლება შეეხო ყველა პროგრამულ პროდუქტს: watchOS, tvOS, macOS და iOS-ს. უფრო დაწვრილებით შევეხოთ iOS 10-ს და ვნახოთ რა სიახლეები წარმოადგინა Apple-მა.

AndroidAppleGoogleSamsungსიახლეები

Samsung მალე უარს იტყვის Android-ზე

15 ივნისი 2016

tizen.jpg
Samsung-ი ნელნელა Android სისტემაზე უარის თქმას აპირებს. ეტაპობრივად ის საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე Tizen-ზე გადასვლას გეგმავს, რომელიც მის მიერ წარმოებულ ყველა მოწყობილობაზე იქნება წარმოდგენილი. ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს სამსუნგს მოიპოვოს დამოუკიდებლობა Google-ისგან, რომელიც Android სისტემის მწარმოებელია.
სიახლეები

ახალი Bluetooth 5.0 სტანდარტი მოგვადგა კარს

10 ივნისი 2016

125423.jpg

კომპანია Bluetooth SIG-მა განაცხადა რომ 16 ივნისს ლონდონში მოხდება ბლუთუზის ახალი სტანდარტის 5.0-ის პრეზენტაცია. წინ ვერსია 4.2 წარმოდგენილ იქნა 2014 წლის დეკემბერში. არსებულ სტანდარტთან შედარებით ახალი Bluetooth 5.0 მოიხმარს ბევრად ნაკლებ ენერგიას და დაფარვის უფრო დიდი დიაპაზონი აქვს.

AndroidGoogleსიახლეები

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ითქვა Google I/O 2016-ზე

20 მაისი 2016

Google-IO-2016-960x487.jpg

როგორც მოსალოდნელი იყო Google-მა საკუთარი პლატფორმებისთვის პროგრამული განახლებები წარმოადგინა და ასევე აჩვენა საინტერესო გაჯეტიც წარმოადგინა. მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით.

Androidსიახლეებისმარტფონები

რატომ ჭედავს ჩვენი ანდროიდ სმარტფონი დროთა განმავლობაში

17 მაისი 2016

slow-android.jpg

თავიდან როდესაც ანდროიდ სმარტფონს ვყიდულობთ ის გვახარებს თავისი სისწრაფით, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ხდება ნელი. პროგრამის ინტერფეისი უფრო მეტხანს ფიქრობს ვიდრე აქამდე, დაინსტალირებული ალიკაციები ნელა ეშვებიან და ა.შ. თუ რატომ ხდება ასე გავიგებთ ამ სტატიაში.

Googleაპლიკაციებისიახლეები

სამოგზაურო აპლიკაცია Google-სგან

4 მაისი 2016

OyClySnI.png

დაანონსებიდან რამოდენიმე კვირის მერე Google-მა სამოგზაურო აპლიკაციის ბეტა ვერსია გამოუშვა და ის ტესტირების რეჟიმს გადის. 

სიახლეები

ხელოვნური ინტელექტის განვითარების ისტორია

3 მაისი 2016

ai4.png

ხელოვნური ინტელექტი, როგორც სამეცნიერო მიმართულება წარმოადგენს სხვადასხვა სამეცნიერო სფეროების ინტეგრაციის თვალნათლივ მაგალითს.საბოლოო ჯამში, ხელოვნური ინტელექტი გახლავთ სამეცნიერო კვლევების დამოუკიდებელი სფერო, რომელიც მათემატიკასა და ლოგიკის მიღწევების შედეგად ჩამოყალიბდა და დაფუძნებულია კაცობრიობის მიერ დაგროვილ ცოდნაზე სულიერი თუ უსულო ბუნების შესახებ

Appleსიახლეები

კადრები Apple-ის ქარხნიდან ჩინეთში

26 აპრილი 2016

apple-pegatron.png

გამოცემა Bloomberg-ის ჟურნალისტებმა, რომლებმაც მოახერხეს და მოხვდნენ Apple-ის ერთ ერთ საიდუმლო ქარხანაში ჩინეთში, ყვებიან იქ მომუშავე ადამიანების ცხოვრების წესისა და ანაზღაურების შესახებ. გამოცემის თქმით ქარხანაში მომუშავე ადამიანების საშუალო ხელფასი 750$-ია.

სიახლეებისმარტფონები

გამოვიდა ახალი Meizu M3 ძველი მოდელის ფასად

26 აპრილი 2016

meizu_m3_gold_back.jpg

კომპანია Meizu-მ ახალი სმარტფონი — Meizu M3, წარმოადგინა. ის გახლავთ მისი წინამორბედის M2-ის გაგრძელება. მთავარი რაც შეუცვლელი დარჩა ახალ მოდელში ეს მისი ფასია და იგი ზუსტად იგივე 92 დოლარი ღირს.

აპლიკაციებისიახლეები

Messenger-ების ახალი რეიტინგი დაცულობის მხრივ

25 აპრილი 2016

messe.png

მას შემდეგ რაც Viber-მა და WhatsApp-მა სერიოზულად განაახლეს საკუთარი მესენჯერები უსაფრთხოების მხრივ, Telegram-ის უპირობო ლიდერობა თითქოს საფრთხის ქვეშ დადგა. კომპანია Falcongaze-ს სპეციალისტებმა, რომლებიც ოპერაციულ სისტემებში და პროგრამულ უზრუნველყოფაში მონაცემთა დაცვას სწავლობენ, უსაფრთხო მესენჯერების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნეს.

Appleსიახლეები

ახალი iXpand მეხსიერების ბარათი iPhone-ისთვის Sandisk-ისგან

25 აპრილი 2016

sdsd-960x741.jpg

კომპანია SanDisk Corporation-მა წარმოადგინა შემდეგი თაობის მეხსიერების ბარათები iXpand Flash Drive, რომლებიც iPhone-ისა და iPad-ის მომხმარებლებს 128 გიგაბაიტამდე მეხსიერების გაზრდის საშუალებას მისცემენ. ახალი მეხსიერების ბარათები გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით და ჰარმონიულად მუშაობენ Apple-ის მოწყობილობებთან.

Appleსიახლეებისმარტფონები

რამდენი გადაუხადა FBI-მ ჰაკერებს iPhone-ის გასატეხად?!

22 აპრილი 2016

apple_vs_fbi-1024x576-960x540.jpg

აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ iPhone 5c-ს გატეხვისთვის ჰაკერებს 1.3 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა, რომელიც ეკუთვნოდა ტერორისტს სან-ბერნარდინიოდან, განაცხადა სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა ჯეიმს კომი-მ(James B. Comey).

Googleაპლიკაციებისიახლეები

Google Keep-ს საინტერესო და საჭირო ფუნქციები დაემატა

21 აპრილი 2016

Google-Keep.png

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში Google Keep ვერ უწევდა სრულფასოვან კონკურენციას OneNote-ს და Evernote სიმარტივის გამო.

სიახლეებისმარტფონები

Android-ზე მომუშავე ყველაზე პატარა ზომის სმარტფონი

21 აპრილი 2016

posh-960x1261.jpg

მსოფლიოში ყველაზე პატარა ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონის გაყიდვა დაიწყო, ეს გახლავთ Micro X S240. ის, რომ ეს სმარტფონი ყველაზე პატარა ამის შესახებ მისი მწარმოებელი კომპანია Posh Mobile გვარწმუნებს.

Samsungსიახლეებისმარტფონები

Samsung-მა გლამურული ფერის Galaxy S7 და S7 Edge გამოუშვა

21 აპრილი 2016

Pink-Gold-Galaxy-S7-and-Galaxy-S7-edge.jpg

iPhone 6S/6S Plus-ის გამოსვლასთან ერთად, Apple-მა ტექნიკაში ვარდისფერ ფერს პოპულარიზება გაუკეთა და მას განსაკუთრებული სახელი მიანიჭა – “ვარდისჯერი ოქრო”. რა თქმა უნდა მას სხვა მწარმოებლებმაც მიბაძეს და საკუთარ პროდუქციაში ეს ფერი შემოიღეს.

AppleGoogleაპლიკაციებისიახლეები

Google Play vs App Store

21 აპრილი 2016

gp_as.jpg

კვლევითი კომპანიის Sensor Tower-ის ანალიტიკოსების ანგარიშის მიხედვით, გასული კვარტლის მონაცემებით მომხმარებლებმა Google Play-დან 11 მილიარდი გადმოქაჩვა განახორციელეს. ჯერჯერობით Google Play გადმოქაჩვების მიხედვით ბევრად უსწრებს App Store-ს, თუმცა შემოსავლების მხრივ App Store ჯობნის. 

AndroidGoogleსიახლეები

ფრთხილად! Google Play-ში ბევრი ტროიანია

21 აპრილი 2016

trojan.jpg

Google-ის მორიგი ანგარიშის მიხედვით, რომელიც Android სისტემის უსაფრთხოებას ეხება წერია, რომ Google Play-ის ახალმა დაცვის საშუალებებმა შედეგი გამოიღეს. პოტენციურად მავნე პროგრამების რაოდენობამ 2014 წელთან შედარებით საგრძნობლად იკლო. Google-მა დარტყმა მიაყენა ყველა ტიპის მავნე სოფტს, ტროიანების გარდა. სამწუხაროდ Android-ისთვის ტროიანების რიცხვმა მოიმატა.

სიახლეები

ფასდაკლება GearBest-ზე დედამიწის დღესთან დაკავშირებით

20 აპრილი 2016

earth-day-960x925.jpg

22 აპრილს, როდესაც კომუნისტები ლენინის დაბადების დღეს აღნიშნავენ, მთელი მსოფიო სხვა უფრო მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნისთვის ემზადება. დაიმახსოვრეთ 22 აპრილს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება დედამიწის დღე. დღესასწაულის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ თუნდაც ამ ერთ დღეს ადამიანები დაფიქრდნენ იმაზე თუ როგორ მოუარონ და არ ავნონ დედამიწას.

Appleსიახლეები

FBI vs APPlE

16 აპრილი 2016

applefbi.jpg

გამოცემა Washington Post-ის ჟურნალისმა Ellen Nakashima-მ  საჯაროდ პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია iPhone 5c-ს გატეხვასთან დაკავშირებით, რომელიც iOS 9-ზე მუშაობდა და რომელიც Apple-სა და FBI-ს შორის დიდი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

სიახლეები

Amazon-ის ახალი საკითხავი Kindle Oasis

16 აპრილი 2016

71pfsljAeHL._SL1000_-960x960.jpg

Amazon-მა ახალი წიგნების საკითხავი მოწყობილობა წარმოადგინა. ახალ რიდერს Kindle Oasis ჰქვია. დიზაინის მხრივ მოწყობილობა გადაკეცილ გაზეთს წააგავს. Kindle Oasis-ის ერთი მხარე უფრო თხელია მეორეზე.

სიახლეებისმარტფონები

Ulefone საკუთარი ქარხნის დემონსტრირებას ახდენს

15 აპრილი 2016

ulefone_vienna_press_02.jpg

სმარტფონების მწარმოებელი ბევრი ჩინური კომპანიისგან განსხვავებით Ulefone თვითონ აწარმოებს საკუთარ მოწყობილობებს. კომპანიას საკუთარი ქარხანაც კი გაააჩნია, რომელსაც ჰქვია Gotron. ის 2006 წელს აშენდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქარხანამ არაერთ ბრენდთან ითანამშრომლა, თუმცა ბოლო 2 წელია ის ძირითადად Ulefone-ს ემსახურება.

სიახლეებისმარტფონები

Micromax-ს ახალი სმარტფონები Canvas 6 და Canvas 6 Pro

15 აპრილი 2016

Micromax-Canvas-6-1.jpg

წამყვანი ინდური კომპანია Micromax-ი ლოგოს იცვლის და ახალ ფლაგმანურ სმარტფონებს აანონსებს, ესენია Canvas 6 და Canvas 6 Pro, რომლებიც მალე ხელმისაწვდომი გახდება.

სიახლეები

Polaroid-ის ანალოგი მომენტალური კამერა

15 აპრილი 2016

p1.jpg

პროექტ Impossible Project-ის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ადრე პოპულარული ფოტოკამერის Polaroid-ის ანალოგი I-1 სურათების მომენტალური ბეჭდვის ფუნქციით.

სიახლეები

სათამაშო მაუსი Zowie FK1 როგორც ცაციებისთვის ასევე მემარჯვენეებისთვის

15 აპრილი 2016

benq1.jpg

შარშან კომპანია BenQ-მა განაცხადა, რომ მათი სათამაშო პროდუქციის ხაზი გამოვიდოდა ახალი ბრენდის  Zowie-ის სახელით. და აგერ მან წარმოადგინა ახალი პროდუქტი, მაუსი  Zowie FK1+.

სიახლეებისმარტფონები

მხოლოდ ერთი დღით Blackview A5 სულ რაღაც $40-ად

15 აპრილი 2016

blackview_a5.jpg

მაღაზია Tomtop.com-მა გადაწყვიტა სასიამოვნოდ გაეოცებინა საკუთარი მომხმარებელი და ისედაც ხელმისაწვდომი სმარტფონი Blackview A5 კიდევ უფრო დაბალ ფასად 40 დოლარად შემოეთავაზებინა. 

სიახლეებისმარტფონები

HTC 10: ვიდეოს მაგალითები 12-მეგაპიქსელიანი Ultrapixel 2

15 აპრილი 2016

htc10-960x606.jpg

HTC 10 გახდა გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე. გარდა იმისა, რომ HTC ცდილობს გაიუმჯობესოს თავისი არც თუ ისე სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა საინტერესოა რამდენად კონკურენტუნარიან სმარტფონს გვთავაზობს ის.

სიახლეებისმარტფონები

RingingBells-ს შესაძლოა აუკრძალონ სმარტფონების გაყიდვა 4 დოლარად

19 თებერვალი 2016

gsmarena_001-1.jpg

ინდური მობილური ქსელების ასოციაცია(ICA), რომელიც ინდური სმარტფონების მწარმოებლების(Lava, Micromax, Karbonn, Celkon, Spice, Lemon, iBall) ინტერესებს წარმოადგენს საჩივარი შეიტანა ინდოეთის მთავრობაში RingingBells-ის წინააღმდეგ, რომელიც სმარტფონის ახალ მოდელს Freedom 251-ს ყიდის დაახლოებით 4 დოლარად.

Googleსიახლეებისმარტფონები

Google განსხვავებული სქემით აპირებს Nexus-ების გამოშვებას

2 თებერვალი 2016

LG-NEXUS-5-2015-Concept-01-960x540.jpg

Nexus-ის სერიის სმარტფონები ყოველთვის Google-ისა და სხვა სმარტფონების მწარმოებელ კომპანიასთან პარტნიორობით გამოდიოდა.

Samsungსიახლეებისმარტფონები

5 ბრჭყინვალე სიახლე Samsung Galaxy S7-ის შესახებ

29 იანვარი 2016

maxresdefault-960x540.jpg

დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სიახლეები რომელიც ჩამოთვლილია ამ სტატიაში ნამდვილად ექნება ახალ Samsung Galaxy S7-ს და ეს სიახლეები ძალიან მოეწონებათ ამ ბრენდის ფანებს, იმიტომ რომ ეს მათი დიდი სურვილი იყო.

Androidსიახლეები

რა არის ახალი Android 6.0.1-ში?

14 დეკემბერი 2015

601.png

სულ ახლახან კომპანია Google-მა თავისი ოპერაციული სისტემის Android Marshmallow-ს პირველი განახლება გამოუშვა. ძირითადი სიახლე რომელიც Android 6.0.1-მა მოიტანა გახლავთ 200 ახალი სმაილი.

სიახლეებისმარტფონები

Oukitel-ის ახალი სმარტფონის ელემენტი ერთი დატენვით 2 კვირამდე გაძლებს

10 დეკემბერი 2015

ou2.jpg

დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება სმარტფონზე Oukitel K10000 რომელიც Android 5.1-ზე მუშაობს. ამ სმარტფონის მიწოდება მომავალი წლის იანვარში დაიწყება.

Appleსიახლეები

Apple-მა IPhone 6/6S-ისთვის სპეციალური ქეისი გამოუშვა ჩაშენებული ელემენტით

8 დეკემბერი 2015

MGQL2_AV1_GOLD.jpg

მიუხედავად მრავალნაირი ოპტიმიზაციებისა, წამყვანი სმარტფონის ბრენდები მაინც ვერ ახერხებენ ელემენტის ხანგრძლივი მუშაობის უზრუნველყოფას.

სიახლეებისმარტფონები

Digno Rafre-ს გარეცხვა საპნით შეგიძლიათ

4 დეკემბერი 2015

download2-960x480.jpg

კომპანია Kyocera-მ სმარტფონი დააანონსა სახელად Digno Rafre: ეს იქნება მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელსაც წყლის არ ეშიანია, მისი გარეცხვა წყლის ნაკადის ქვეშ იქნება შესაძლებელია, თანაც საპნით.

სიახლეებისმარტფონები

20 საუკეთესო სმარტფონი TechInsider-ის აზრით

3 დეკემბერი 2015

BestPhones-Mar15-970-80-960x539.jpg

#20 BlackBerry Passport20-blackberry-passportBlackBerry Passport შესაძლოა უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ბლექბერის ფანებს ნამდვილად შეუყვარდათ ის, მისი მშვენიერი ფიზიკური კლავიატურის გამო, მაგრამ მისი უნიკალურობა, მაინც მის მართკუთხა დიზაინშია.
ფასი: $549